11:22 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-16 14:13:59, 1843 ნახვა

სამართალი
შსს - ხაშურში არასრულწლოვნების დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხაშურში, არასრულწლოვნების დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა.

როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, მომხდართან დაკავშირებით 1 პირია დაკავებული.

„გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ხაშურში მომხდარ არასრულწლოვნების დაჭრის ფაქტზე, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხელ კვალზე გახსნა.

კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოსა და ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული გ.ც. ხაშურში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი ქმედება 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 14 იანვარს,  ქ. ხაშურში, ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით სხეულის მრავლობითი  დაზიანება მიაყენა 2 არასრულწლოვანს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებულებიდან ერთი არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ის საავადმყოფოდან დღეს გამოწერეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ხოლო მეორე არასრულწლოვანს ჩაუტარდა ოპერაცია, გადაიყვანილია პალატაში და  ამჟამად იმყოფება ექიმების ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ.

სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირი, მომხდარიდან რამდენიმე საათში, ხაშურში დააკავეს.

გ.ც. აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„თიბისი კაპიტალი“ Global Finance-მა, საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
ვახტანგ მაისურაძე ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სტიპენდიანტებს შეხვდა
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics