17:25 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-16 14:15:08, 654 ნახვა

შსს: კლუბ „ბასიანთან“ ინციდენტისას დაზარალებულთა უფლებების დასაცავად ყველა საშუალება გამოვიყენეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო  ღამის კლუბ „ბასიანთან“ მომხდარი ინციდენტის დროს მათი  თანამშრომლის და კლუბის დაცვის 2 წევრის დაჭრის ფაქტს ეხმაურება.

კერძოდ, შს მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით,  ბრალდებულმა დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილეს მიმდინარე წლის 13 იანვარს ცივი იარაღით სხეულზე   დაზიანება მიაყენა.

მისივე განმარტებით, ინციდენტის დროს, ბრალდებულმა, ასევე,  დაზიანებები  მიაყენა კლუბ „ბასიანის“ დაცვის ორ თანამშრომელს.

„ საგულისხმოა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დაიჭრა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, მაშინ, როდესაც თავდასხმის დროს კლუბის ორ თანამშრომელს იცავდა.

ჩვენ შესაბამის რეაგირებას ვახდენთ ძალადობის ყველა ფაქტზე. შესაბამისად, კანონით ჩვენს ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ დაზარალებულების, მათ შორის, იმ ადამიანების დასაცავად, ვინც უშუალოდ ზრუნავს ჩვენს უსაფრთხოებაზე. ბრალდებულის დაკავება მოხდა დანაშაულის ადგილზე. მას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით. პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების სახით მოითხოვა პატიმრობა და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, გირაოს გამოყენების შესახებ, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოიყენეს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა საშუალება“,-განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის დაზვერვა - მოსკოვის აეროდრომზე რუსების ვერტმფრენი Ka-32 გავანადგურეთ
„თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში „საქართველოს ბანკის“ Ads Manager-ს შეასწავლიან
კობახიძე - ევროპარლამენტარებმა ვერ მოიშალეს ზრუნვა სააკაშვილზე - ეს არის ინდიკატორი, ამ ადამიანებს სინამდვილეში რა ამოძრავებთ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics