21:35 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-16 15:58:31, 701 ნახვა

რეგიონი
აჭარის დასაქმების სააგენტომ წლის ყველაზე მასშტაბური ტრენინგ-პროგრამის შედეგები შეაჯამა

დღეს, აჭარის დასაქმების სააგენტომ წლის ყველაზე მასშტაბური ტრენინგ-პროგრამის შედეგები შეაჯამა.

სააგნტოს დირექტორმა თემურ კახიძემ პროექტის მნიშვნელობაზე და შედეგებზე ისაუბრა.

პროექტის ფარგლებში, ბიზნეს სექტორში დასაქმებული 300 ადამიანი ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში გადამზადდა, როგორიცაა: მარკეტინგი და გაყიდვები; ადამიანური რესურსების მართვა; შრომითი და პროფესიული უსაფრთხოება; ორგანიზაციის ფუნქციონირება და ადმინისტრირება; ხარისხის მართვა და მომსახურება; სოციალური მედია და საზოგადოებასთან ურთიერთობა. ტრენინგის დასრულების შემდეგ, თითოეულ მოანაწილეს გადაეცა შესაბამისი სერთიფიკატი.

პროექტი ასევე ითვალისწინებდა მასტერკლასებს, რომელიც ცნობილმა ქართველმა და უცხოელმა ტრენერებმა ჩაატარეს დასაქმების, მშენებლობის და სარესტორნო საქმის კუთხით. აღნიშნულმა პროგრამა ხელი შეუწყო ორგანიზაციებში პროფესიული უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მხრივ ცნობიერების გაზრდას, შრომის ნაყოფიერების ამაღლებასა და დამსაქმებლის საქმიანობის მდგრადობას. ქვეპროგრამას ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია: შპს ,,აითი-ნოლიჯი" ახორციელებდა.

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს
გერმანიამ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics