22:43 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-16 18:29:17, 724 ნახვა

თბილისის მერიაში სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილების შეზღუდვის საკითხზე იმსჯელეს

თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე და მერის მოადგილე მაია ბითაძე სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 

მერიაში გამართულ შეხვედრაზე დედაქალაქში  მოძრაობის განტვირთვის მიზნით, სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილების შეზღუდვის საკითხზე იმსჯელეს.

მაია ბითაძემ იმ  ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელიც თბილისის მერიამ ქალაქში ტრანსპორტის სისტემის მოწესრიგებისა და საცობების შემცირების მიზნით უნდა  განახორციელოს.  მისი  თქმით, მერია მზადაა,  აქტიურად იმუშაოს სადისტრიბუციო კომპანიებთან   იმისთვის, რომ ახალმა გრაფიკმა მინიმალურად შეაფერხოს ბიზნესი და უფრო მეტად შუწყოს ხელი ქალაქში არსებული მოძრაობის განტვირთვას.

„სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან მორიგი  ნაყოფიერი და საინტერესო შეხვედრა გაიმართა. შევჯერდით  ძირითად  მიმართულებებზე,  რომ სადისტრიბუციო კომპანიები მოემზადონ იმ ახალი რეგულაციებისათვის, რომელიც სადისტრიბუციო მანქანების ღამის საათებში  მოძრაობას შეეხება. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ კომპანიებთან აქტიურ მუშაობას, რათა სადისტრიბუციო მანქანების ღამის განმავლობაში მოძრაობის გრაფიკმა მინიმალურად შეაფერხოს ბიზნესი და მინიმალური პრობლემები წარმოშვას, ზოგადად, ქალაქში მოძრაობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

შეხვედრაზე კომპანიების წარმომადგენლებმა იმ რისკებზე ისაუბრეს, რომელიც ახალი გრაფიკის დაწესებით, შესაძლოა, მათ კომპანიებს შეექმნას.  კომპანიებმა  მერიასთან მჭიდრო კომუნიკაციით ამ რისკების შემცირებისა და ახალი  რეგულაციებისთვის სათანადოდ მომზადების სურვილი გამოთქვეს.

შეხვედრის ბოლოს, მხარეები კონკრეტული მოსაზრებების   შეჯერებისთვის შეხვედრების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. 

თბილისის მერის ინიციტივით დედაქალაქის  მთავრობა საცობების შემცირების მიზნით კომპლექსური ღონისძიებების შემუშავებას იწყებს. ღონისძიებები ეხება სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილებასთან დაკავშირებით კონკრეტული საათების დადგენას, ასევე, ნარჩენების გატანისა და სამარშრუტო ტაქსების სწორი მოძრაობის რეგულირებას.

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics