19:21 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-16 18:13:28, 2484 ნახვა

საზოგადოება
ხმაური საკრებულოში - მოქალაქის განცხადებით, უფასო სასადილოში აღარ უშვებენ (ვიდეო)

თბილისის საკრებულოს უმრავლესობა ოპოზიციას შოუს დადგმაში ადანაშაულებს.

საქმე ეხება სხდომაზე ერთ-ერთი მოქალაქის სიტყვით გამოსვლას, რომელიც ამბობდა, რომ სოციალურად დაუცველის სტატუსი მოუხსნეს და სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილ უფასო სასადილოშიც  არ უშვებენ.

მოქალაქე ლალი ჯაბანაშვილის განცხადებით, სოციალური დახმარება აღარ ჰქონდა, თუმცა  2017 წელს უფასო სასადილოთი მაინც  სარგებლობდა,  2018 წლის დადგომის შემდეგ კი,  სასადილოში შესვლაზე უარს ეუბნებიან. საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა აღნიშნეს, რომ ოპოზიციამ ის შოუს დასადგმელად მიიყვანა, რამაც ქალბატონი გააღიზიანა და  საკრებულოს სხდომათა დარბაზი დატოვა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებით, ლალი ჯაბანშვილი საკრებულოში თავისი სურვილით მივიდა. მას შვილი, როგორც ამბობს, აფხაზეთის ომში ჰყავს დაკარგული. ""ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი ვიყავი და ვიქნები  სიკვდილის კარამდე იმიტომ რომ  მემორიალზე,  რომელიც მიშამ გააკეთა, ჩემი შვილია",-განაცხადა ლალი ჯაბანაშვილმა. მას საკრებულოს შესაბამისი სოციალური სამსახურის წარმომადგენლები გაესაუბრნენ. მოქალაქემ სოციალური დახმარების აღდგენის თაობაზე განცხადება დაწერა.








ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შუახევის მერი შუბნის საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილი პედაგოგის, ოთარ ფუტკარაძის 70 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოს დაესწრო
ბერბოკი - კანცლერს არ ეშინია პუტინის - დროა, შეწყდეს დისკუსიები Taurus-ების უკრაინისთვის გადაცემაზე
პრეზიდენტი - ჩემი მოწოდებაა, ყველამ ერთად დავიწყოთ მუშაობა, რათა დიასპორას საარჩევნო უფლება მივცეთ
ე.წ. კანონიერმა ქურდმა, შაქრო კალაშოვმა საპატიმრო დატოვა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics