11:33 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-16 19:13:03, 4521 ნახვა

სხვადასხვა
პოლიციელის და დაცვის თანამშრომლების დაჭრაში ეჭვმიტანილის მამა „ქართუ-უნივერსალის“ მეწილეა

კლუბ „ბასიანში“  ერთი პოლიციელის და ორი დაცვის თანამშრომლის დაჭრაში ეჭვმიტანილი თამაზ ქვლივიძეა. იგი სასამართლომ 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.  საქალაქო სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას დიდი პროტესტი მოჰყვა. საზოგადოების ერთმა ნაწილმა ღიად თქვა, რომ ეჭვმიტანილის მამას პაატა ქვლივიძეს დიდი გავლენები აქვს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში.

ვინაა პაატა ქვლივიძე

ბიზნესმენი პაატა ქვლივიძე შპს „ქართუ-უნივერსალის“ 3-პროცენტიანი წილის მფლობელია. თავად კომპანია შპს „ქართუ უნივერსალი“ დაარსდა 1996 წელს და წარმოადგენდა სს „ქართუ ჯგუფის“ ერთ-ერთ საინვესტიციო პროექტს,  რომლის მფლობელიც ყოფილი პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილია. 1997 წლიდან სს „ბანკი ქართუ“-ს დაფინანსებით დაიწყო ნაყინის საწარმოს მშენებლობა-აღჭურვა თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, რომელიც 1 წელიწადში დასრულდა და პირველად 1998 წლის ზაფხულის სეზონზე დაიწყო ნაყინის რეალიზაცია „თოლიას“ სავაჭრო ნიშნით. მოგვიანებით კომპანიამ დამატებით დაიწყო ხორცის პროდუქტების წარმოება, კერძოდ გაყინული ხინკალი და პელმენი, საკუთარი ბრენდით.

"ექსპრესნიუსის" მონაცემებით, პერიოდულად კომპანია სარგებლობს კომერციული კრედიტებით, რომლითაც ხდება შპს „ქართუ უნივერსალის“ აღჭურვა. კრედიტები ძირითადად გაიცემა „ქართუ ბანკიდან“.

2015 წელს ბიზნესმენმა გოგი თოფაძემ განაცხადა, რომ  „თოლია“ რომელიც „ქართუ-უნივერსალის“ ბრენდია, ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა მას აჩუქა.  გოგი თოფაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ”თოლია” ძალიან შეღავათიან ფასად დაუთმო: ”ის ქარხანა ვერ მუშაობდა, უკმაყოფილო იყო ბიძინა, მომცა და მითხრა, გოგი, ამ ქარხანას გაყიდიან და ვერ მოუვლიან. მოდი, შენ მოუარე, ბანკში ჩადე, ჩემს ბანკში და თუ ვერ მოუვლი, ხომ წავიღებ ამ ქარხანას თუ არა და, განავითარებო. იმის მერე ეს ქარხანა ნაყინის წამყვანი მწარმოებელია. ჩვენი ბაზრის ნახევარი უჭირავს და საკმაოდ მომგებიანია. ექვსი წელი მოვუნდით მის რეკონსტრუქციას, მაგრამ ერთ-ერთი წამყვანია ახლა ჩვენს ბაზარზე”,- განაცხადა 2015 წლის მარტში  გოგი თოფაძემ.

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით, რომელიც 2014 წლის 31 მარტშია გამოქვეყნებული წერია, რომ შპს-ქართუ-უნივერსალის" 74 პროცენტი გოგი თოფაძეს ეკუთვნის. ამავე მონაცემებით, კომპანიის 3 პროცენტიანი წილი პაატა ქვლივიძის საკუთრებაა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შეხვედრა გამოფენის კურატორთან და ხელოვანთან „თიბისი კონცეპტში“
სუს-ის თანამშრომლებმა ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს
ოთარ შამუგიამ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთში, მოცვის დარგვის პროცესში მიიღო მონაწილეობა
ლიეტუვის საელჩო - კანონპროექტი EU-ის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება და მის ღირებულებებთან შეუთავსებელია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics