21:35 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-16 19:29:02, 1674 ნახვა

კომენტარი
პატარაძე: რეგულაციების დაზუსტებამდე, განიხილება დროებითი მექანიზმის შემუშავება მათთვის, ვინც საზღვარს ყოველდღიურ რეჟიმში კვეთს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე თურქეთში ართვინის გუბერნიაში გუბერნატორს შეხვდა.

როგორც პატარაძემ შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, უახლოესი თვეების განმავლობაში  საქართველოს მოქალაქეებს არ ექნებათ შეზღუდვა  საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით და ისინი  ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მიმოსვლას.

„აღნიშნულ საკითხზე აქტიურ ფაზაშია ორმხრივი კონსულტაციები ოფიციალურ თბილისსა და ოფიციალურ ანკარას შორის, მუშაობს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვადასხვა ინსტანციის წარმომადგენლები, ამავდროულად, შედგა შეხვედრა ართვინის გუბერნიისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელ პირებს შორის.  ართვინის გუბერნატორი, ისევე როგორც  სასაზღვრო და ძალოვანი სამსახურების ხელმძღვანელი პირები, ასევე თურქეთის ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები მზადყოფნას გამოხატავენ ოფიციალურ ანკარასთან მოლაპარაკებებში ჩართულობისა და საკითხის მხარდაჭერის კუთხით.

გარდა ამისა, ქვეყნებს შორის რეგულაციების საბოლოო დაზუსტებამდე,  განიხილება კონკრეტული დროებითი მექანიზმის შემუშავება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში კვეთენ საზღვარს. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, დამატებითი დეტალების შესახებ აუცილებლად ვაცნობებთ საზოგადოებას“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმდჯომარემ ზურაბ პატარაძემ ართვინის გუბერნატორთან შეხვედრის შემდეგ.

ცნობისთვის, თურქეთის ტერიტორიაზე ყოფნის ვადებთან დაკავშირებით, თურქულმა მხარემ ცვლილებები განახორციელა.

„2018 წ. 1 იანვრიდან მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ იმავე დღის განმავლობაში განხორციელებული შესვლა-გამოსვლა ბაზაში დაფიქსირებული იქნება 1 დღის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება ვრცელდება თურქთის ყველა გამტარ პუნქტზე და ეხება ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქეს. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თურქეთში ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ (180 დღის განმავლობაში 90 დღე), შესაბამისი ბინადრობის ნებართვის მიღების შემთხვევაში, შესაძლებელია ქვეყანაში დარჩენის უფლების გახანგრძლივება“, - ნათქვამია თურქეთის საკონსულოს ინფორმაციაში.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბორელი - მოვუწოდებ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, გაიწვიონ კანონპროექტი და ქვეყანას ევროპული გზიდან არ გადაახვევინონ
რიში სუნაკი და ოლაფ შოლცი თავდაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
ხასაია - მიუხედავად ყველაფრისა, 2600 ლარით დამაჯარიმეს- სპექტაკლი დასრულებულია
ჯო ბაიდენმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების კანონპროექტს ხელი მოაწერა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics