15:00 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-14 15:02:54, 2609 ნახვა

კულტურა
EBRD-ი ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაში მიიღებს მონაწილეობას

ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი (EBRD) ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაში მიიღებს მონაწილეობას. როგორც EBRD-ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ განაცხადა, ბანკი მზადაა, ჰესის მშენებლობის დაფინანსებაში მიიღოს მონაწილეობა. 

„ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული სექტორი ჰიდროენერგეტიკაა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ მიმართულებით დავაფინანსოთ ნენსკრას პროექტი,“ განაცხადა სუმა ჩაკრაბარტიმ.  

საპარტნიორო ფონდი ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განხორციელებაზე კორეულ კომპანია K Water-თან ერთად მუშაობს. აღნიშნული ჰიდროელექტროსადგური სვანეთში მდ. ენგურის შენაკადზე უნდა აშენდეს. 

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი კოვზანაძის თანახმად, ბანკის მხრიდან ოფიციალური დადასტურება გუშინ გაჟღერდა, რაც პროექტის წარმატებით განსახორციელებლად უმნიშვნელოვანესი ფაქტია. 

„ჩვენ K Water-თან ერთად აქტიურად ვმუშაობდით, რათა EBRD-ს მონაწილეობა მიეღო ამ პროექტში და ძალიან მიხარია, რომ მათ დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს და  200 მილიონ აშშ დოლარამდე გამოყოფენ ამ პროექტის დასაფინანსებლად. მათ გარდა, საბანკო სესხის კომპონენტში ასევე მიიღებენ მონაწილეობას აზიის განვითარების ბანკი და კორეის „ექსიმ ბანკი,“ განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ. 
280 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის ჯამური ღირებულება 1 მლრდ. აშშ. დოლარია. სადგურის პოტენციური წლიური გამომუშავება 1.2 მლრდ კვტ/სთ. იქნება. ივლისის თვიდან იგეგმება მშენებლობის სამობილიზაციო სამუშაოების დაწყება, ხოლო სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს. 

ცნობისთვის, სააქციო საზოგადოება საპარტნიორო ფონდი საქართველოს მთავრობის მიერ 2011 წელს დაარსდა. სახელმწიფო ფლობს ფონდის 100%-ს.  საპარტნიორო ფონდის აქტივები  5 მილიარდ ლარს აჭარბებს. ფონდი ფლობს  „საქართველოს რკინიგზის“, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, ელექტროსისტემების კომერციული ოპერატორისა“ და ნაწილობრივ, „თელასის“ აქციებს. ფონდის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა საინვესტიციო მიმართულებებთან ერთად, ამ სახელმწიფო სტრატეგიული აქციების სწორი კორპორატიული მართვა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ღარიბაშვილი - გამჭირვალობას ვინც ეწინააღმდეგება, არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან
უკრაინაში სამხედრო დახმარებისთვის, სლოვაკეთის მოქალაქეებმა ორ მილიონ ევროზე მეტი შეაგროვეს
EBA - კანონპროექტი შეიცავს უცხოელი ინვესტორების მიმართ ნეგატიური სტერეოტიპების გამყარების და ინვესტიციების შემცირების რისკს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - თავდასხმის შემთხვევაში, ირანი ისრაელს დაუყოვნებლივ უპასუხებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics