18:17 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-22 13:09:42, 1743 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა თვიდან თვემდე და წლიდან წლამდე სულ უფრო იზრდება

ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ მთავრობებს შეუძლიათ, მნიშვნელოვანი დახმარების გაწევა დარგების განვითარებისთვის.  სწორედ ამ გზით მივდივართ ბოლო წლებია. საქართველო თანამიმდევრულად ატარებს აღნიშნულ პოლიტიკას და ახორციელებს ინვესტიციებს, რომლებიც დარგების ზრდასა და ქვეყნის განვითარებას იწვევს, - ამის შესახებ  პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო საავიაციო ფორუმის CONNECT 2018-ის ოფიციალურ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ უზრუნველვყავით მაქსიმალურად ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო დაბალი გადასახადებითა და გავამარტივეთ რეგულაციები. ამასთან, განსაკუთრებული ძალისხმევით ვმუშაობთ ჩვენი სატრანსპორტო ქსელებისა და მათი ხარისხის გასაუმჯობესებლად. ჩვენ ინვესტირება განვახორციელეთ აეროპორტებში და ყველა ზომა მივიღეთ აეროპორტებში უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების უზრუნველსაყოფად. ჩვენ დავნერგეთ ე.წ. „ღია ცის" პოლიტიკა, რითაც ბაზარი ღია გავხადეთ და ყველა მსურველს მივეცით საშუალება ესარგებლა ამ პრივილეგიით. მოხარული ვარ, რომ თამამად შემიძლია გითხრათ - ამგვარმა მიდგომამ უკვე გამოიღო შედეგი და მომავალშიც მოგვიტანს სარგებელს. თვიდან თვემდე და წლიდან წლამდე სულ უფრო იზრდება საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა. გვიხარია და მივესალმებით იმ ფაქტს, რომ რეგულარულად ინიშნება ფრენები ახალი მიმართულებებით, ხოლო არსებული ფრენების სიხშირე კი იზრდება," - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

საერთაშორისო საავიაციო ფორუმის CONNECT 2018-ის რიგით მე-15 საიუბილეო ღონისძიება, რომელსაც წელს საქართველოს დედაქალაქი თბილისი მასპინძლობს, მსოფლიოს 65 ავიაკომპანიისა და 250 აეროპორტის 500-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრება.

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გახარია - ჩვენთვის საქართველოს ევროინტეგრაცია არც სააკაშვილის თავისუფლებაზე და არც ივანიშვილის დასანქცირებაზე არ გადის
15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - „საქართველოს ბანკის“ სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
ხაბეიშვილი - ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ქართველის ადგილი 28 აპრილს რუსთაველზეა
ოსტინი - აშშ უკრაინას კიდევ 1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics