08:57 - 16 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-22 16:18:08, 1522 ნახვა

კომენტარი
კახა ბექაური: ჩემი დაცვა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონს არ სჭირდება, რადგან ის ევროპის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისია

„ჩემი დაცვა არ სჭირდება არც ვეტოს,  არც იმ კანონს იმიტომ, რომ ის დაცულია, საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად არის გაკეთებული, ევროპის საუკეთესო ქვეყნებში როგორიც არის საუკეთესო პრაქტიკა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ“,-ასე უპასუხა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა ჟურნალისტის შეკითხვას - სარეკლამო შემოსავლებთან დაკავშირებული მონაცემების ახლა  გამოქვეყნება, ხომ არ ემსახურება ხელისუფლების პოზიციის გამყარებას,  რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ კომერციული რეკლამიდან მიღებული დამატებითი შემოსავალი, კერძო მაუწყებლების ინტერესებს არ დააზიანებს.

„რეკლამა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის საზომი ხარისხობრივი ერთ-ერთი ინდიკატორია, ყველა საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს რეკლამა შეზღუდული ოდენობით და კანონი როგორც შევიდა, იმასთან შედარებით ყველა ევროპულ ქვყნაში მეტია. ამიტომ კარგად ჩახედეთ ხოლმე,  აქ არაფერი არაორდინალური არ ხდება. ჩემი დაცვა მაგ კანონს არ სჭირდება.

კომერციული რეკლმა არსებობდა მანამდე,  ეგეც არ იცით თქვენ. შარშანაც არსებობდა. იგივე ტიპის შემოსავალზეა საუბარი.დაახლოებით ბაზრის 1%-ზეა ლაპარაკი, როგორ შეიძლება ამან რადიკალური ცვლილება მოახდინოს  სარეკლმაო ბაზარზე“,-აღნიშნა კახა ბექაურმა.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ 2012-2017 წლების სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლების ანალიზის მიხედვით, სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები მზარდია.

კერძოდ, კომისიის ინფორმაციით, 2012 წლის ტელეკომპანიების შემოსავლები 63,355,996 ლარიდან 2017 წლის ჩათვლით 25,658,525 ლარით გაიზარდა და 89,014,521 ლარი შეადგინა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მდინარაძე ელისაშვილზე - ყველას ვთხოვ, ვინც კი მისმენს თავი დაანებეთ, პირიქით, დაინახავთ სადმე გაუფრთხილდით, რომ ვიღაცამ რაღაც არ დაგვაბრალოს
შსს - პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ 14 პირი დააკავა
პარლამენტის წინ სტუდენტთა ნაწილი მჯდომარე აქციას მართავს
ვაჟა სირაძე - პარლამენტთან დაკავებული არიან პირები, რომლებიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics