03:11 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-22 16:31:57, 1830 ნახვა

სამართალი
კალათბურთის გარიგებულ მატჩებზე ბრალდებულმა მწვრთნელებმა და მსაჯებმა თავი დამნაშავედ ცნეს

კალათბურთის გარიგებულ მატჩებზე ბრალდებულებმა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნეს.

საკალათბურთო კლუბ "სოხუმის" მწვრთნელმა, ვაჟა კვარაცხელიმ, ამავე კლუბის თანამფლობელმა, თემურ დათიკაშვილმა და საერთაშორისო კატეგორიის მსაჯებმა - ზაზა მაჩალაძემ, ირაკლი და დავით ბერიშვილებმა ბრალი აღიარეს. აღნიშნულის შემდეგ პროკურატურამ და დაცვის მხარემ საპროცესო შეთანხმებას მიაღწიეს. ბრალდების მხარემ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, ბრალდებულებთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე. მოსამართლე შორენა გუნცაძემ შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

საპროცესო შეთანხმების პირობების მიხედვით, ვაჟა კვარაცხელიას, თემურ დათიკაშვილის და ზაზა მაჩალაძეს 6-თვიანი პატიმრობა მიესაჯა, რის შემდეგაც 1-წლიანი პირობითი მსჯავრი დაედებათ. ამასთან, მათ 5 ათას ლარიანი ჯარიმაც დაეკისრათ.

რაც შეეხება კიდევ ორ ბრალდებულს - ირაკლი და დავით ბერიშვილებს, ისინი 2-წლიან პირობით მსჯავრს მოიხდიან. გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით 5 ათას ლარიანი ჯარიმის გადახდა ბერიშვილებსაც მოუწევთ.

შეგახსენებთ, რომ 22 დეკემბერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები -ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე საკალათბურთო კლუბ „სოხუმი“-ს მწვრთნელი  ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი - თემურ დათიკაშვილი დააკავეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა,რომ ვაჟა კვარაცხელია და თემურ დათიკაშვილი კალათბურთის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯების- ზაზა მაჩალაძის,ირაკლი და დავით ბერიშვილების დახმარებით, თანხის სანაცვლოდ ახდენდნენ საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის „სუპერლიგის“ სხვადასხვა მატჩებში სასურველი შედეგის დაფიქსირებას.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics