15:53 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-22 17:28:36, 1885 ნახვა

კომენტარი
ირმა ცირამუა: თავშესაფრის მაძიებელთა 80% გერმანიაში კრიმინალს ჩადის

ორგანიზაცია "ფრონტექსის" მონიტორინგის ჯგუფის წევრის ირმა ცირამუას განცხადებით, თავშესაფრის მაძიებელთა 80% გერმანიაში კრიმინალს ჩადის.

როგორც ცირამუამ აღნიშნა, მოქალაქეებს თავიდანვე უხსნიან, რომ მათი მოთხოვნა თავშესაფართან დაკავშირებით, არ დაკმაყოფილდება და ქვეყნის ტერიტორია 3 თვის განმავლობაში უნდა დატოვონ.

თუმცა, მისივე განმარტებით, საქართველოს მოქალაქეები ამ წესს არ ემორჩილებიან.

"ძირითად მასას, ვინც ჩადის გერმანიაში ყველას უნდა დარჩენა. როდესაც თავშესაფარი უკვე აძლევს ინფორმაციას, რომ მათ უნდა დატოვონ ქვეყანა, ამ ინფორმაციას თან მოსდევს გაფრთხილება, რომ "ან თქვენი სურვილით დატოვებთ ქვეყანას თუ არადა ნეგატიური გადაწყვეტილების შემთხვევაში იქნებით ამ ქვეყნიდან გაძევებული“. ადამიანს აქვს უფლება გადაწყვიტოს, მაგრამ არავინ მიდის მაგ გადაწყვეტილებამდე. კრიმინალი არის ძალიან დიდი, იმიტომ, რომ ადამიანი მიდის იმ ფიქრით, რომ იმ ქვეყანაში რაღაცას მიაღწიოს. თუმცა როდესაც შესაბამისი განათლება არ გაქვს და პირობები არ გაქვს, რა თქმა უნდა წარმატებას ვერ აღწევ და მათთვის ალბათ, ყველაზე მარტივი გზა არის - სხვა ნაბიჯის გადადგმა. ძირითადი უკან გამოშვებული პიროვნებები - 80% შეიძლება იყოს კრიმინალური. ყველამ იცის ეს და პოლიციას მიჰყავს აეროპორტში, სადაც გამოყოფილია სპეციალური ადგილი. იქ ხდება ყველაფრის შემოწმება", - განაცხადა ცირამუამ "იმედის" ეთერში.

შეგახსენებთ, რომ 21 თებერვალს გერმანიიდან საქართველოს 65 მოქალაქე გამოაძევეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მათი გამოძევების მიზეზი ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზოდ ყოფნის პირობების დარღვევა გახდა.

„გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკიდან გუშინ განხორციელდა მორიგი რეადმისია. უკან გამოაბრუნეს საქართველოს 65 მოქალაქე, რომლებმაც დაარღვია ევროკავშირის სივრცეში ყოფნის სავიზო რეჟიმი“, - განუცხადეს „ექსპრესნიუსს“ შსს-ში.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პრემიერი - გვარამია ვერ გაქცევა იმას, რომ სტრასბურგის სასამართლომ მისი დამნაშავეობა დაადასტურა
საგამოძიებო სამსახური - ძალადობის, მუქარისა და იძულების ფაქტებზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი დავაკავეთ
კობახიძე - ნაკრების გამარჯვება აჩვენებს, რომ სადაც არის ქვეყნის სიყვარული, ბრძოლის ჟინი და გამარჯვების რწმენა, იქ ყველაფერია შესაძლებელი
პრემიერი - სტაჟირების პროგრამა წელსვე უნდა ამოქმედდეს და 3 000-ზე მეტი კურსდამთავრებული უნდა იყოს მიღებული

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics