05:39 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-22 18:31:38, 811 ნახვა

რეგიონი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით პოლონეთს ეწვია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაცია, მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით პოლონეთს სტუმრობს. 

ვიზიტის მიზანს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქვემო სილეზიას შორის 2018 წლის თანამშრომლობის გეგმის განხილვა და ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობის მიღება წარმოადგენს. 

ვიზიტის ფარგლებში ქართულ დელეგაციას პოლონეთის რესპუბლიკაში წარმოადგენენ  აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონიმიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი და აჭარის ა.რ. მთავრობის აპარატის პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ბერიძე.

აჭარის დელეგაციის  ვიზიტი პოლონეთის რესპუბლიკაში ქვემო სილეზიის ეკონომიკური თანამშრომლობის სააგენტოში, DAWG-ში ვიზიტით დაიწყო. სააგენტოს პრეზიდენტთან ჰუბერტ პაპაჟთან შეხვედრის შემდეგ, აჭარის საინვესტიციო პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც DAWG-ის წარმომადგენლები, საქართველო-პოლონეთის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი- სტანისლავ რაზნიევსკი, საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილების უფროსი- კაროლ პრზივარა, პროტოკოლის განყოფილების უფროსი- ალექსანდრა მიროვსკა და საქართველოს ელჩი პოლონეთში-ილია დარჩიაშვილი ესწრებოდნენ. 

პრეზენტაცია აჭარის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის შესახებ  აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, რამაზ ბოლქვაძემ გამართა.  პრეზენტაციის შემდეგ მასპინძლებს აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ  მიმართა სიტყვით და იმ შესაძლებლობებზე ისაუბრა, რაც ჩვენს რეგიონს გააჩნია.

ზურაბ პატარაძემ ასევე განიხილა საერთო, ქართულ-პოლონური ეკონომიკური პროექტები. აღსანიშნავია, რომ აჭარაში 6 პოლონური კომპანია ფუნქციონირებს.

,,დინამიურად ვითარდება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კულტურულ-ჰუმანიტარულ, სავაჭრო-ეკონომიკურ და ტურიზმის სფეროებში. თუმცა, ვფიქრობ, არსებული პოტენციალი უფრო მეტის შესაძლებლობას იძლევა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. წარმატებულია თანამშრომლობა რეგიონულ დონეზე. სისტემატურად იმართება ბიზნეს და ტურისტული ფორუმები, რომლებშიც ჩვენი რეგიონები აქტიურად იღებენ მონაწილეობას. მოხარული ვარ, რომ მიმდინარე წლის 3-5 აპრილს, ქვ. სილეზიის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, ქ. ბათუმში აჭარა-ქვემო სილეზიის ბიზნეს ვორკშოპი გაიმართება. აქტიურია ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლა: სისტემატიურად იმართება ფრენები თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებიდან ვარშავის მიმართულებით. მისასალმებელია, რომ მარტის ბოლოდან დაინიშნება პირდაპირი რეისები ქუთაისიდან ვროცლავსა და კატოვიცეში"-აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. 

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ბათუმის პორტის მნიშვნელობასა და პოტენციალზე ტვირთების გადაზიდვის საკითხში, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მარშრუტზე, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის ტვირთბრუნვასა და სატრანსპორტო გადაადგილების მაჩვენებლებს. შეხვედრაზე  პატარაძემ მზადყოფნა გამოთქვა პირადად ჩაერთოს ქართველი და პოლონელი ბიზნესმენების უფრო დაახლოვების საქმეში.

„ეს ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ბიზნეს და საქმიანი წრეების კიდევ უფრო აქტიურ თანამშრომლობას და კიდევ უფრო მეტი ერთობლივი პროექტის განხორციელებას ჩვენს რეგიონში," - აღნიშნა პატარაძემ.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება ქვედა სილეზიის მარშალთან ცეზარ პრზიბილსკისთან და სხვა ოფიციალურ პირებთან. ასევე, გაიმართება ქვედა სილეზიის ჟურნალისტების მიერ აჭარის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია. დელეგაცია საერთაშორისო ტურიზმის გამოფენასაც დაესწრება.

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics