20:45 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-22 19:08:54, 2546 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის სასამართლომ პოლიციას დაავალა, სააკაშვილის პოლონეთში გაძევებაზე საქმე აღძრას

პეჩორის რაიონულმა სასამართლომ პოლიციას დაავალა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოტაცებისა და პოლონეთში გაძევებაზე სააკაშვილის დაცვის მხარის განცხადებასთან დაკავშირებით საქმე აღძრას, - ამის შესახებ Info.ua პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება სასამართლომ დღეს მიიღო.

"მიხეილ სააკაშვილის დაკავების თანავე ჩვენ შევატყობინეთ პოლიციას აღნიშნული ფაქტის შესახებ. ასევე შევიტანეთ საჩივარი მის უკანონო გატაცებასთან და შემდგომ გაძევებასთან დაკავირებით. დაკავების დროს არც ერთი ოფიციალური დოკუმენტი სააკაშვილს არ წარუდგინეს", - განაცხადა ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ.

მისივე ინფორმაციით, პეჩორის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლებელია.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს დაფინანსება შეუწყვიტა
ზელენსკი დონეცკის ოლქში ჩავიდა
ირაკლი ღარიბაშვილი 20 აპრილს შიდა ქართლის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
ოხანაშვილი „ნაცმოძრაობას“ - თქვენ ხართ ჩვენი გმირი მებრძოლების მოღალატეების პარტია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics