14:58 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-22 19:39:43, 2336 ნახვა

ეკონომიკა
ზვიად ქვლივიძე: „აწარმოე საქართველოში“ განაგრძობს ქართული ბიზნესის გაფართოების ხელშეწყობას

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ განაგრძობს ქართული ბიზნესის გაფართოების ხელშეწყობას, - ამის შესახებ სააგენტოს  დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ზვიად ქვლივიძემ ფოთში, „აჭარა ტექსტილის“ ახალი საწარმოს გახსნის ცერემონიაზე განაცხადა. 

მისი თქმით, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ინსტრუმენტი არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რითაც „აწარმოე საქართველოში“ ქართულ ბიზნესს ეხმარება. 

„დღევანდელი დღე ეძღვნება ქართული ბიზნესის გაფართოებასა და ახალი საწარმოს გახსნას. აქამდე „აჭარა ტექსტილს“ ჰქონდა ორი საწარმო აჭარაში. დღეს ფოთში გაიხსნა ახალი საწარმო, სადაც კომპანია დაასაქმებს 3 ათას ადამიანს. ეს ძალიან  მნიშვნელოვანია ექსპორტის თვალსაზრისით, რადგან აღნიშნული კომპანია 100 პროცენტით მუშაობს ექსპორტზე და თანამშრომლობს ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა Nike, Adidas, Puma, Lotto, Erima  და რომელსაც დაემატა New Balance და Under Armour“, - აღნიშნა ზვიად ქვლივიძემ. 

“აჭარა ტექსტილი“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფინანსური კომპონენტით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს.  პროგრამის ფარგლებში აღებული სესხის მოცულობა 9 200 000 ლარს შეადგენს, ხოლო სახელმწიფოს თანადაფინანსება 1 600 000 ლარია,  საწარმოს ასაშენებლად გადაცემული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება ჯამში 2 284 000 ლარს შეადგენს და 40777.00 კვ.მ-ია.  

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Crocus City Hall-ზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 143-მდე გაიზარდა
საფრანგეთში, გასტრონომიის რამდენიმე ფესტივალზე ქართული ღვინო იყო წარმოდგენილი
გენერალური პროკურორის მოადგილე სირაკუზის საერთაშორისო ინსტიტუტის პრეზიდენტს და გენერალურ დირექტორს შეხვდა
ბაკურიანში, მთის ფერდობიდან თოვლის მასა ჩამოიშალა - ზვავში, სავარაუდოდ, მოყოლილია ერთი ადამიანი

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics