19:42 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-26 11:06:50, 9429 ნახვა

High - Tech
ისე-რა შეცვლილი ფლაგმანები - „სამსუნგმა“ Galaxy S9 და S9 Plus წარადგინა

კორეულმა კორპორაციამ "სამსუნგ ელექტრონიქსმა"  2018 წლის ფლაგმანები - Galaxy S9 და S9 Plus ბარსელონაში , ტექნიკის წლის ყველაზე მაშტაბურ გამოფენაზე MWC 2018-ზე 25 თებერვალს წარადგინა.

ფლაგმანი დახვეწილი დიზაინით და უდაოდ წამყვანი მონაცემებით გამოირჩევა.

ვიზუალურად  Galaxy S9-ს გასული წლის ფლაგმანისგან (S8) რთულად გამოარჩევთ. ეკრანის მხრიდან ისინი ფაქტობრივად იდენტურები არიან, არც უკანა მხარეა კარდინალურად შეცვლილი. S9-ს გასული წლის მოდელისგან განსხვავებით, თითის ანაბეჭდის სენსორი კამერის "თვალის" არა გვერდით, არამედ ქვემოთ არის განთავსებული, სხვა ვიზუალური ცვლილებები არამასშტაბურია და საშუალოსტატისტიკურ მომხმარებელს დიდად არ დააინტერესებს.

კიდევ ერთ თვალშესამჩნევ ვიზუალურ ცვლილებაში სმარტფონის ფერთა პალიტრის გამრავალფეროვნება შეიძლება ჩაითვალოს. "გალაქსი S9"-ს უკვე კლასიკური შავი, ნაცრისფერი და ოქროსფერი შეფერილობის გარდა, კიდევ ერთ ულამაზეს - იასამნისფერშიც ვიხილავთ.

კიდევ ერთი რამ, რაც შეუცვლელი დარჩა, ეს ბატარეის მოცულობაა - Galaxy S9-ში გასული წლის ფლაგმანის S8-ის ნაირი 3000 მილიამპერიანი, ხოლო S9 Plus, 3500 მილიამპერის მოცულობის კვების ელემენტია. შესაბამისად ლოგიკურია, რომ S9-ში ბატარეისგან მუშაობის დრო როგორც მინიმუმ არ მოიმატებს, თუ ახალი ანდროიდი (ორეო) მას ნაკლებად არ დატვირთავს, რითაც ელემენტის "სიცოცხლის" ხანგრძლივობას ცოტათი გააუმჯობესებს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ანდროიდი გასული წლის ფლაგმანებზეც ძალიან მალე განახლდება.

ძირითადი და შეიძლება ითქვას რევოლუციური ცვლილებები ყველაზე მეტად კამერას შეეხო. ფოტომოყვარულებს და მათ, ვისაც მობილური ფოტოგადაღება იზიდავს, ისტორიაში პირველად სმარტფონის კამერის დიაფრაგმის მაჩვენებლის მართვა შეეძლებათ.  Galaxy S9 და Galaxy S9+ ში ძირითადი კამერის დიაფრაგმის მაჩვენებელი F1.5 იდან-F2.4 მდე ავტომატურად იცვლება. კამერა ოფციურად "გებულობს" როდის უნდა დახუროს და გახსნას ფიაფრაგმა. ამით "სამსუნგმა" მობილური კამერის დახვეწაში კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. სხვა თემაა, თუ რამდენად საგრძნობი იქნება ეს სხვაობა ყოველდღიურ გადაღებაში? "სამსუნგების" ფლაგმანების კამერები წლების განმავლობაში კონკურენტებთან "ბრძოლებში" ხშირად იგებდნენ და ფოტოს ხარისხის შედარებაში დამსახურებულ მოწინავე ადგილებს იკავებდნენ. უნდა ითქვას, რომ Galaxy S9+ში მეორე-ე.წ ტელეობიექტივია ინტეგრირებული, რაც მომხმარებელს შორი კადრებისთვის და დესტროფიის გარეშე პორტრეტების გადაღებაში დაეხმარება, ამ ლინზის დიაფრაგმის მაჩვენებელი სტატიკურია.

სმარტფონები წყლისგან და მტვერისგან IP68 სტანდარტით არიან დაცული. შეიცვალა ტელეფონების "გაღვიძების" და დაცვის მოხსნის ფუნქციაც, სახის სკანერი ახლა თვალის დეტექტორთან ერთად, უნისონში მუშაობენ, რაც "განბლოკვის" პროცესს საგრძნობლად დააჩქარებს. ფლაგმანები, რომლებიც ევროპაში (და ესეეგი ჩვეთანაც) გაიყიდება Exynos 9810 პროცესორის ბაზაზე იმუშავებენ. მათი ოპერატიული მეხსიერება 4 გეგაბაიტი ს9-სთვის და ს9 პლიუსისთვის 6 გეგაბაიტი იქნება. აგრეთვე რეფორმაცია ე.წ Slow-Motion ვიდეოს ფუნქციამაც განიცადა. Galaxy S9 და Galaxy S9+ რთულად წარმოსათქმელი “Super Slo-mo” mode 120fps 4k and 960fps 1080p შესაძლებლობა ექნება, რაც ერთგვარი სიახლეა, მაგრამ ეს ოფცია კონკურენტ კომპანიებს  წინა წლებშიც ჰქონდათ, ასე, რომ "სამსუნგი" “Super Slo-mo”-ში პიონერი ვერ გახდება. მიუხედავად ამისა ძალიან საინტერესო იქნება რა შედეგს მოგვცემს ეს სიახლე ცვალებად დიაფრაგმასთან "თანამშრომლობის" დროს. ასე რომ კამერის "ტესტებს" უნდა დაველოდოთ.

სიახლეების ოფიცილური ფასი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ამერიკული მედია შემდეგ ციფრებს ასახელებს: Galaxy S9-$720, ხოლო S9 Plus - $840...ალბათ "სამსუნგში" თვლიან, რომ  კოსმოსურ ტელეფონს კოსმოსური ფასიც უნდა ჰქონდეს, მაგრამ ეს რა თქმა უნდა ხუმრობით. კომპანია მომხმარებლისგან ფულს არაფერში არ ითხოვს, ეს უდაოდ 2018 წლის წამყვანი სმარტფონია და თუ ფასი გეძვირათ იგივე კომპანიას სხვა, ბევრად უფრო ხელმისაწვდომი შეთავაზებებიც გააჩნია. ნებისმიერ შემთხვევაში საქართველოში ფლაგმანების ფასი გაყიდვების საწყის ეტაპზე 2000 ლარიან ბარიერს საგრძნობლად გადააბიჯებს, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ოფიციალურის გარდა არიან არაოფიციალური დესტრიბიუტორებიც, რომლებთანაც ფასი ყოველთვის ოდნავ უფრო მომხიბვლელია.

მოკლე სიტყვა გრძლად რომ არ ვთქვათ, კორეელების 2018 წლის ფლაგმანი შედგა. ეს რევოლუციურად ახალი მოწყობილობა არ არის, მაგრამ ის პატარა შეცდომები, როგორც მეორე დინამიკის არარსებობა და თითის ანაბეჭდის მკითხველის უადგილო ადგილზე ყოფნა-გადაწყვეტილია. როგორც ჩანს "სამსუნგი" უსმენს საკუთარ მომხმარებელს და იმყოფება იმ სტადიაში, როცა არა ცუდის გამოსწორებაა პრიორიტეტული, არამედ იმ კარგის გაუმჯობესება, რაც უკვე აქვს.








ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გერმანიამ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა
პროკურატურამ, ე.წ. ქოლ ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა
ირაკლი ქარქაშაძე - დაპირება, რომ გაზაფხულზე ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს ქალაქის ცენტრამდე ახალი ავტობუსები მოემსახურებოდა, შესრულებულია
როლანდ ბერიძე ქედის საჯარო სკოლაში სამედიცინო ოთახის გახსნის ღონისძიებას დაესწრო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics