06:19 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-17 14:42:12, 602 ნახვა

სპორტი
თამარ კორძაიას შეფასებით, დღეს სახელმწიფომ ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვა შეძლო

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თამარ კორძაიას, განცხადებით,  დღეს სახელმწიფომ ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვა შეძლო.

ამის შესახებ კორძაიამ "ექსპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროსთან მიმდინარე აქციის დროს განუცხადა.

მისივე  თქმით, სახელმწიფო ვალდებულია, ყველა ადამიანის ღირსება და  თანასწორობა დაიცვას.

"დღეს სახელმწიფომ დემონსტრირება გააკეთა,  რომ შეუძლია ადამიანების უფლებების დაცვა, და ცხადია, მათ შორის ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვა,  თუმცა,  ვფიქრობ, რომ უფრო მეტი არის გასაკეთებელი იმისათვის, რომ  ყველა ადამიანი ქვეყანაში თავს გრძნობდეს თანასწორად და არ იყოს დისკრიმინირებული.ჩემი აზრით, ყველა ადამიანს აქვს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. ეს გვიწერია საქართველოს კონსტიტუციაში, და უნდა აღვასრულოთ ამ უფლების განხორციელება, მაგრამ ამასთანვე,  უფრო მეტია გასაკეთებელი როგორც სახელმწიფოს, ასევ საზოგადოების მხრიდან, რომ  ტოლერანტულები ვიყოთ",-განაცხადა თამარ კორძაიამ "ექსპრესნიუსთან" საუბრისას.

ცნობისთვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან ლგბტ აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ.  "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტის ცნობით,  მათ გამოტანილი აქვთ პლაკატები წარწერით: "შევიცვალე სქესი, შემიცვალე საბუთი", "გამოხატვის თავისუფლება, ჩემი უფლებაა", სიძულვილი არჩევანია, ორიენტაცია არა", "17 მაისი ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეა", "დავიცვათ ყველას უფლებები 17 მაისს", "ყველა თანასწორია". ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics