03:22 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-19 16:47:07, 902 ნახვა

მსოფლიო
სერგეი ლავროვი: ევროპელმა კოლეგებმა დაგვარწმუნეს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა რუსეთისთვის ზიანის მიყენების გარეშე განვითარდება

„ევროპელმა კოლეგებმა დაგვარწმუნეს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა რუსეთისთვის ზიანის მიყენების გარეშე განვითარდება“,-ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა  რიგის სამიტის თემის კომენტირებისას განაცხადა.
ლავროვის  თქმით, მათი სურვილია რომ იმ პროცესებმა, რომელიც მათ შორის ვითარდება, არ დააზარალოს რუსეთის კანონიერი  ინტერესი.
„ჩვენ არ შეგვიძლია თავს მოვახვიოთ ევროკავშირს და მის პარტნიორებს რაიმე გადაწყვეტილება. ჩვენი სურვილია, რომ იმ პროცესებმა, რომელიც მათ შორის ვითარდება, არ დააზარალოს რუსეთის კანონიერი ინტერესი. ევროპელმა კოლეგებმა დაგვარწმუნეს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა რუსეთისთვის ზიანის მიყენების გარეშე განვითარდება. ჩვენი სურვილია, რომ მათი სიტყვები კონკრეტული საქმით გამყარდეს. ვნახოთ მოხდება თუ არა ეს რიგის სამიტზე,“ - განაცხადა სერგეი ლავროვმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics