01:31 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-24 02:08:37, 2984 ნახვა

პოლიტიკა
აშშ სანქციებს უწესებს მათ, ვინც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას აღიარებს

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ამერიკის ბიუჯეტის კანონს, რომელშიც აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციაა დაგმობილი. 

ტექსტის თანახმად, ხსენებული კანონით გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერც ერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, თუ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ აღნიშნულმა ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები.

კანონი მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, დროულად გამოაქვეყნოს ამგვარი ქვეყნების სია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე.

ბიუჯეტის დოკუმენტში შესაბამისი მუხლი დასათაურებულია როგორც "წინააღმდეგობა რუსეთის აგრესიისაგან". გარდა ამისა, ამავე მუხლის თანახმად, აკრძალულია აშშ-ს ფედერალური ფულის, ან სხვა სახსრების გამოყოფა რუსეთის დასახმარებლად.

"რუსეთის წინააღმდეგობის ფონდს" კი დამატებით 250 მილიონი აშშ დოლარი გამოეყო.

ბიუჯეტის თავში ნათქვამია, რომ აშშ-მ უნდა გააორმაგოს მის მოკავშირეებთან და რუსეთის მოწინააღმდეგეებთან თანამშრომლობა. 

ტრამპის მიერ ხელმოწერილი, დეტალური დოკუმენტი უკვე გამოქვეყნდა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics