12:55 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-24 12:11:14, 1761 ნახვა

პოლიტიკა
აშშ - რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე კვლავაც ხელს უშლიან ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის შეშვებას

ამერიკის შეერთებულმა  შტატებმაგაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოზე წარმოდგენილ  რეზოლუციას  „საქართველოსთან თანამშრომლობა"  მხარი დაუჭირა და საბჭოს წევრებს ამ რეზოლუციის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

როგორც საკუთარ გამოსვლაში აშშ-ის წარმომადგენელმა განაცხადა, ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს მთავრობა მჭიდროდ თანამშრომლობს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან. დარღვევების შესახებ უხეში ფაქტების არსებობის მიუხედავად კი ვერ ხერხდება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის დაშვება.

„ადამიანის უფლებათა მასიური დარღვევების შესახებ ინფორმაციის მიუხედავად, რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების დე-ფაქტო ლიდერები კვლავაც ხელს უშლიან ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს აღნიშნულ რეგიონებში წვდომაზე. ჩვენ ვაცხადებთ, რომ დაბრუნების უფლება შემოიფარგლება ლტოლვილებით, თუმცა დაბრუნების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ იძულებით გადაადგილებულ პირებსაც. ამერიკის შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - განაცხადა მან.

მისივე თქმით წარმოდგენილი რეზოლუცია  მოითხოვს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის უზრუნველყოფას საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან წვდომას და შესაბამისად, „ადგილზე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებათა საბჭომ დაამტკიცოს ჩვენს წინაშე წარმოდგენილი რეზოლუცია საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ".

2017 წლის 23 მარტს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს შესახებ რეზოლუცია  -  „თანამშრომლობა საქართველოსთან" - მიიღო. რეზოლუციაში, ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დოკუმენტში აღიარებულია საქართველოს მთავრობის ძალისხმევა ქვეყანაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა განმტკიცების კუთხით. რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ ვითარებაზე. დოკუმენტში გამოთქმულია შეშფოთება, რომ რეგიონულ და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმებს არ ეძლევათ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლის საშუალება.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გომელაური - პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფო ინსტიტუტზე თავდასხმას - ხაზგასმით ვამბობ, ეს დაუშვებელია
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხმაურია - პაპუაშვილმა სამადაშვილი გააძევა
გომელაური - ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანი იყო როგორც დეპუტატების, ისე აქციის მონაწილეების დაცვა
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 20-22 აპრილს - გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics