23:50 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-24 12:43:22, 1917 ნახვა

სამართალი
შსს პირებს, ვინც ზვიად დევდარიანის საქმეზე ინფორმაციას ფლობს, საგამოძიებო ორგანოში მისვლისკენ მოუწოდებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო პირებს, რომლებიც ზვიად დევდარიანთან დაკავშირებით გავრცელებულ ფაქტებზე ინფორმაციას ფლობენ, გამოკითხვის მიზნით, საგამოძიებო ორგანოში მისვლისკენ მოუწოდებს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, საქმის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად, სხვა საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად, გამოძიებასთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია.

„არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“-ს ყოფილი გენერალური დირექტორის - ზვიად დევდარიანის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით, 2018 წლის 23 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც ადევნებას გულისხმობს.

გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს.

მედიასაშუალებებით გავრცელებული მასალიდან არ ირკვევა შესაძლო დანაშაულის მსხვერპლთა ვინაობა. საქმის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად, სხვა საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად, მნიშვნელოვანია გამოძიებასთან თანამშრომლობა.

შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა იმ პირს (როგორც მსხვერპლებს, ისე სხვა პირებს), რომელიც ფლობს ინფორმაციას გავრცელებულ ფაქტებთან დაკავშირებით, გამოკითხვის მიზნით გამოცხადდეს საგამოძიებო ორგანოში (მისამართი - ქ. თბილისი, კორნელი ჩალაძის ქუჩა N1, ტელეფონის ნომერი - 2 41 42 62, ელექტრონული მისამართი - tbilisiadmin@mia.gov.ge)“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს
მაკრონი - ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ ის აშშ-ის ვასალი არ არის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics