11:08 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-20 19:25:53, 650 ნახვა

კომენტარი
კვირიკაშვილი: "ქართული ფილმის" მართვის კონცეფცია და მმართველი გუნდი თავად ამ სფეროს წარმომადგენლებმა უნდა შეარჩიონ

საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, "ქართული ფილმის" მართვის კონცეფცია და გუნდი უნდა შეირჩეს თვითონ ამ სფეროს წარმომადგენლების მეშვეობით და არა სახელმწიფოს ჩარევით.

ამის შესახებ მინისტრმა   "ქართული ფილმის" ხელმძღვანელად ნატო კვინტრაძის წარდგენასთან დაკავშირებულ შეკითხვაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

„კულტურის მინისტრთან ერთად შევხვდით დღევანდელი საბჭოს წარმომადგენლებს და  განუმარტეთ მათ ჩვენი პოზიცია. ასევე შევხვდით ყოფილ აქციონერებს, რომლებიც დავობენ წართმეული წილის შესახებ. ჩვენ ორივე მხარეს განვუმარტეთ პოზიცია. ვთვლით, რომ აბსოლუტურად არასწორია, კინოსტუდია ,,ქართული ფილმი“ იმართებოდეს სახელმწიფოს მიერ ასეთი დონის ჩარევით. ამიტომ, ჩვენ შევთავაზეთ მათ, რომ  მოიპოვონ მანდატი კინემატოგრაფისთა კავშირის მხრიდან. ეს არის ყველაზე წარმომადგენლობითი ორგანიზაცია, სადაც გაერთიანებულია ამ დარგის, პრინციპში, ყველა წარმომადგენელი.  მმართველი, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ, არის დროებითი მმართველი, რომელიც სულ რამდენიმე თვის განმავლობაში შეასრულებს ძალიან ელემენტარულ საბუღალტრო და ტექნიკურ პროცედურებს. საუბარია იმაზე, რომ გამოცხადდება ინტერესთა გამოხატვა კინოსტუდია ,,ქართული ფილმის“ აქტივების მართვის კონცეფციაზე და მმართველი გუნდის შერჩევაზე“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო არ აპირებს ჩარევას ამ პროცესში.

„პირობას გაძლევთ, რომ სახელმწიფოს მხრიდან საერთოდ არ ვაპირებთ  არანაირ  ჩარევას ამ გადაწყვეტილების მიღებაში და მთლიანად გვინდა, რომ ეს მანდატი გადავცეთ კინემატოგრაფისტთა კავშირს. ამის შემდეგ საუბარი იმაზე, რომ სახელმწიფო ან ქონების გასხვისებას აპირებს, ან რაიმე ფორმით აპირებს, რომ ეს ადამიანები დატოვოს თამაშგარეთ, არის აბსოლუტურად მოკლებული ყველანაირ რეალობასა და საფუძველს. მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩემი ძალიან დიდი პატივისცემა ბატონი მერაბ კოკოჩაშვილის მიმართ, თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ - ჩვენი სურვილია, რომ  კინოსტუდია ,,ქართული ფილმის“ მართვის კონცეფცია და გამარჯვებული კონცეფცია შეირჩეს თვითონ ამ სფეროს წარმომადგენლების მეშვეობით და არა სახელმწიფოს ჩარევით. რამდენჯერაც სახელმწიფოს ჩარევით მოხდა  მმართველი გუნდის შერჩევა, იმდენჯერ ამან გამოიწვია დიდი წინააღმდეგობა თვითონ სფეროს წარმომადგენლებს შორის“, - აღნიშნა მინისტრმა.

ვიცე-პრემიერის შეფასებით,, არასწორია, რომ მმართველი საბჭო დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ არის დანიშნული. „სწორედ ამის გამოსწორება გვინდა, რომ საბჭოც და დირექტორიც შეარჩიოს კინემატოგრაფისტთა კავშირმა საუკეთესო კონცეფციისა და მმართველი გუნდის გამოვლენის გზით. ამის შემდეგ ყველანაირი ბრალდებები, მე მგონია, რომ არის  საფუძველს მოკლებული“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნინო თანდილაშვილი - კლიმატის ცვლილება არ არის საზოგადოების ცალკეული ნაწილის გამოწვევა, ეს საყოველთაო პრობლემაა და მასთან გამკლავება ერთიან ძალისხმევას საჭიროებს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 440 790-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
რუსეთში ულტრა სწრაფი ინსულინის დეფიციტია
Reuters - ისრაელის ალეპოზე საჰაერო თავდასხმას 38 ადამიანი, მათ შორის „ჰეზბოლას“ 5 წევრი ემსხვერპლა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics