10:49 - 18 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-05 15:03:57, 2920 ნახვა

კულტურა
თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, ლევან სონღულაშვილის პერსონალური გამოფენა „სტიქსი" გაიხსნა

თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, გალერეა „ერთი" ქართველი არტისტის, ლევან სონღულაშვილის პერსონალურ გამოფენას „სტიქსი" მასპინძლობს.

„სტიქსი" მულტიმედიური პროექტია, რომელიც ხელოვანის მიერ შექმნილ ფერწერულ ნამუშევრებს, ვიდეოსა და ინსტალაციას აერთიანებს. ბოლო წლების მანძილზე, ლევან სონღულაშვილი ისეთი ხელოვანების ტრადიციას იზიარებს, რომლებიც მედიტაციურ ცნობიერებას ასახავენ.

პროექტის სახელწოდება უკავშირდება მითოლოგიურ მდინარე სტიქსს, რომელიც რადიკალური ცვლილების სიმბოლოს წარმოადგენს და ხილულიდან უხილავ სამყაროში გადაჰყავს სულიერები. შესაბამისად, ექსპოზიცია დამთვალიერებლის ერთგვარი მოგზაურობაა საკუთარ ცნობიერსა და არაცნობიერს შორის.

გამოფენის კურატორია მსოფლიო არტ-სამყაროს ერთ-ერთი გავლენიანი ბრიტანელი კრიტიკოსი, მარკ გიზბურნი, რომელიც საქართველოში სპეციალურად პროექტის პრეზენტაციისთვის ჩამოვიდა.

საქართველოში ლევან სონღულაშვილის პერსონალურ გამოფენას წინ უძღოდა  ბერლინში, გალერეა კონფელდში (Galierie Kornfeld) მისი ნამუშევრების წარდგენა, რომელიც ახლაც გამოფენილია საგამოფენო სივრცეში.

ლევან სონღულაშვილის ნამუშევრები სხვადასხვა დროს გამოიფინა ევროპისა და ამერიკის  ცნობილ საგამოფენო სივრცეებში. მისი სამი ფერწერული ტილო წარმატებით გაიყიდა სოტბის აუქციონზე. ლევანს არაერთი საერთაშორისო აღიარება აქვს მიღებული. 2017 წელს, ქართველი არტისტი აშშ-მ ექსტრაორდინარულ ხელოვანად აღიარა და მწვანე ბარათით დააჯილდოვა. გასულ წელს მეტროპოლიტენ ხელოვნების მუზეუმში ლევან სონღულაშვილის ნამუშევარი 1000-ზე მეტ ნამუშევარს შორის დასახელდა ხალხის რჩეულად.

ქართველი არტისტის პერსონალურ გამოფენას  გალერეა „ერთი" 22 მაისამდე უმასპინძლებს.

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 456 960-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
„ფეისბუკებში დაუწერიათ, ხმას რათ არ იღებსო, კი ვიღებ, მარა დამღლელი ჩანს ალბათ“ - „პუბლიკა“ აკა მორჩილაძის წერილს აქვეყნებს
კალაძე - ჩვენ ვიცავთ ჩვენს თვითმყოფადობას, ეკლესიას, სარწმუნოებას - ამ ყველაფერით გვინდა ევროპაში
პარლამენტში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics