05:08 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-21 13:42:10, 516 ნახვა

სამართალი
ომბუდსმენი: 2013 წელთან შედარებით, საპატიმრო აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების რაოდენობა გაიზარდა

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის შეფასებით, 2013 წელთან შედარებით, ბრალდებულების მიმართ საპატიმრო აღკვეთის  ღონისძიებების გამოყენების როგორც რაოდენობრივი, ისე პროცენტული მაჩვენებელი გაიზარდა.

ამის შესახებ ნანუაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე 2014 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე გაზრდილია ცალკეულ შემთხვევებში განჩინებათა დასაბუთებულობის ხარისხი.

"წინა წლების საპარლამენტო ანგარიშების მსგავსად, 2014 წელს ანგარიშში განხილულია ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ სასამართლოს განჩინებების დასაბუთებულობის საკითხი.ასევე პირის დაკავებისას საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევები.შესწავლის შედეგების მიხედვით, 2013 წელთან შედარებით,  იმატა ბრალდებულების მიმართ საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც რაოდენობრივმა,  ისე პროცენტულმა მაჩვენებლმა, თუმცა უნდა აღინიშნოს ის, რომ განჩინებათა დასაბუთებულობის ხარისხი ცალკეულ შემთხვევებში გაიზარდა",-განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics