15:19 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-21 13:52:50, 636 ნახვა

სამართალი
სახალხო დამცველის შეფასებით, 2014 წლის 4 ივლისს ლევან ბეჟაშვილი კანონის მოთხოვნათა დარღვევით დააკავეს

სახალხო დამცველის შეფასებით,  2014 წლის 4 ივლისს საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან ბეჟაშვილი  კანონის მოთხოვნათა დარღვევით დააკავეს.

ამის შესახებ ნანუაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე 2014 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

"სახალხო დამცველის შეფასებით, კანონის მოთხოვნათა დარღვევით დააკავეს საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან ბეჟაშვილი 2014 წლის 4 ივლისს.საქმის მასალების მიხედვით, პარლამენტარმა ლევან ბეჟაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დაკავებისთანვე განაცხადა, რომ ის პარლამენტის წევრი იყო, თუმცა შსს-ს წარმომადგენლები არაგონვრულად დიდი დროის მანძილზე- 2 საათისა და 10 წუთის განმავლობაში ამოწმებდნენ მის ვინაობას და ამ პერიოდში პარლამენტის წევრი ფაქტობრივად,  დაკავებული იყო შსს-ს წამრომადგენლების მიერ.საქართველოს კონსტიტუციით, პარლამენტის წევრის დაკავება, ან დაპატიმრება, მისი ბინის,  სამუშაო ადგილის,  ან პირადი გაჩხრეკა,  მხოლოდ პარლამენტის თანხმობით შეიძლება",-განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

ამასთან, ნანუაშვილის თქმით, სახლახო დამცველის აპარატმა საანგარიშო პერიოში 28 წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას პოლიციისა და პენიტენციური სისტემის თანამშრომლების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი არასათანდო მოპყრობისა და სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ სიცოცხლის მოსპობის შემთხვევებზე გამოძიების წარმოების მოთხოვნით.

"21 წინადადება შეეხებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა არასათანადო მოპყრობისა და სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე გამოძიების დაწყებას, ხოლო 7 წინადადება ეხებოდა სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ სავარუდო არასათანდო მოპყრობის ეფექტიან გამოძიებას",-განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნინო თანდილაშვილმა ბრიუსელში, გენერალური დირექტორატის სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
Crocus City Hall-ზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 143-მდე გაიზარდა
საფრანგეთში, გასტრონომიის რამდენიმე ფესტივალზე ქართული ღვინო იყო წარმოდგენილი
გენერალური პროკურორის მოადგილე სირაკუზის საერთაშორისო ინსტიტუტის პრეზიდენტს და გენერალურ დირექტორს შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics