17:58 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-21 18:25:32, 425 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: მთავრობის ძირითადი საზრუნავი რიგაში ყოფილა, რომ ლატვიის მთავრობამ დამაკავოს და ამ უდღეურებს გადამცეს

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ რიგაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ მოთხოვნა გააგზავნა.

რიგაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს ამბავი რუსი ჟურნალისტისგან შეიტყო, როცა ამ თემაზე კითხვა დაუსვა. სააკაშვილის შეფასებით, გამოდის, რომ საქართველოს მთავრობის მთავარი საზრუნავი  რიგაში არა უვიზო რეჟიმის მოპოვება, არამედ მისი დაკავება ყოფილა.

" ახლა გავიგე თქვენი კოლეგა რუსი ჟურნალისტისგან კითხვა დამისვა და არც გამიკვირდა, საქართველოს მთავრობის ძირითადი საზრუნავი რიგაში უვიზო რეჟიმის მოპოვება კიარ ყოფილა, თურმე ლატვიის მთავრობამ უნდა დამაკავოს და გადამცეს ამ უდღეურებს.მთავრობას როცა ეს პრიორიტეტი აქვს, იმ მთავრობისგან როგორ შეიძლება რამე დადგეს საერთოდ.გარდა იმისა, რომ თავს იბანძებს, ქვეყანას დააცინიებს, ყველა იტყვის, რომ ეს ქართველები რაღაც ვერ არიან, მთავრობაზე რა თქმა უნდა. ამავე დროს, არც იმის ენერგია აქვს, რომ რაღაც კონსტრუქციული გააკეთოს თავისი ხალხისთვის, დაგვანებონ მე და ყველას თავი და მიხედონ ხალხს, იმიტომ, რომ ჩვენს ხალხს ძალიან უჭირს და რაღაცა უნდა ვიღონოთ ყველამ",-განაცხადა მიხეილ სააკშვილმა.

"ექსპრესნიუსი" პროკურატურის პრესსამსახურს დაუკავშირდა და შეეცადა გაერკვია, მართლაც გააგზავნა თუ არა პროკურატურამ რიგაში მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ, თუმცა უწყების პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ამ თემაზე ინფორმაცია არ აქვთ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი - საქართველოს აუქმებს ივანიშვილი!
„თიბისი“ კონცეპტის და extra.ge-ის სააღდგომო შეთავაზება
გაზრდილი CashBack-ის ახალი აქცია იწყება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით მცირე რესურსიანი ენების AI-ის განვითარების საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics