15:40 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-22 09:50:40, 340 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია

ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, ახლა საჭიროა ტექნიკური პროცედურების დასრულება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა „ევროპის სოციალისტური პარტიის ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ფედერიკა მოგერინი და შვედეთისა და დანიის პრემიერ-მინისტრები დაესწრნენ.

ფორუმზე მთავრობის მეთაურმა საქართველოს მიღწევებზე და პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ მიერ განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.

„ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ საქართველომ ბოლო ორ წელიწადში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, მათ შორის ვიზა ლიბერალიზაციის მიმართულებით. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ნახტომი გავაკეთეთ სულ რაღაც 6 თვეში. სამწუხაროდ, ეს პროცესი უნდა დაწყებულიყო 2010 წელს, მაშინ როდესაც მოლდოვამ დაიწყო. მოლდოვამ ვიზის ლიბერალიზაციას უკვე მიაღწია, რადგან მათ პროცესი ჩვენზე ადრე დაიწყეს. ძალიან საინტერესოა, რატომ არ დაიწყო ეს წინა ხელისუფლებამ. ჩვენმა ხელისუფლებამ დაიწყო ეს პროცესი. ყველანი ერთხმად აღნიშნავენ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, ახლა საჭიროა ტექნიკური პროცედურების დასრულება. იმედი გვაქვს, წლის ბოლომდე ამ პროცედურებს დავასრულებთ და საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ საშუალება, უვიზოდ იმოგზაურონ ეევროპაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე საქართველოს პროგრესის დაფიქსირებას ელოდება „ევროპის სოციალისტური პარტიის“ ვიცე-პრეზიდენტი სერგეი სტანისევიჩი.

„ვფიქრობ, საქართველოსთვის იქნება ძალიან კარგი ახალი ამბავი. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ჩვენ ვიცით რომ ვიზის საკითხები საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვართ, სამიტზე იქნება პროგრესი“, - აღნიშნა სტანისევიჩმა. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს პროკურატურაში, ევროკავშირთან თანამშრომლობით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე პროკურორთა და გამომძიებელთა სპეციალიზაციის კურსი ჩატარდა
თავდაცვის მინისტრი აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებულთა პანაშვიდს დაესწრო
შოლცი - გერმანია უკრაინისთვის Taurus-ების მიწოდებაზე უარს ამბობს, რადგან რუსეთსა და ნატოს შორის ომის თავიდან არიდებას ცდილობს
ნინო თანდილაშვილმა ბრიუსელში, გენერალური დირექტორატის სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics