13:17 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-22 10:31:55, 325 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილმა შვედი კოლეგა საქართველოში მოიწვია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  შვედი კოლეგა საქართველოში მიიწვია. ირაკლი ღარიბაშვილისა და სტეფან ლოფენის შეხვედრა რიგაში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის ფარგლებში გაიმართა.

საუბრის მთავარი თემები საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალი და შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოსთან (SIDA) თანამშრომლობა იყო.

ირაკლი ღარიბაშვილმა შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრს ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ შვედეთი, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ერთ-ერთი ინიციატორი, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერას განაგრძობს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრისას განსაკუთრებით აღნიშნა, რომ შვედეთი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი უმთავრესი დონორია და SIDA  საქართველოსთან წარმატებით თანამშრომლობს - ევროკავშირში ეკონომიკური ინტეგრაციის გაძლიერების, საბაზრო ეკონომიკის განვითარების, დემოკრატიის გაძლიერების, ადამიანის უფლებების პატივისცემისა და კანონის უზენაესობის ფარგლებში სახელმწიფოს განვითარების, გარემოზე ზეგავლენის შემცირებით გარემოს გაუმჯობესების და კლიმატის ცვლილებების მიმართულებით.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აჭარასა და გურიაში 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
ვაკის რაიონში კომბინირებული დასასვენებელი სივრცეები ეწყობა
ვაშაძე - ვის უტარებთ აქციას, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიდიხართ? - დამთავრებულია თქვენი საქმე!
ირაკლი ქარქაშაძე Routes Europe 2024-ის ფარგლებში ავიაკომპანია Transavia-ს მენეჯმენტს შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics