03:10 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-22 10:40:29, 521 ნახვა

სამხედრო
„ღირსეული პარტნიორის“ ფარგლებში ტაქტიკური საცეცხლე მომზადება გაიმართა

ვაზიანის სამხედრო სასროლეთზე ქართველმა და ამერიკელმა სამხედროებმა ტაქტიკური ამოცანები საბრძოლო სროლებით შეასრულეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართულ-ამერიკული სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ ფარგლებში ჩატარებული სწავლება ტაქტიკურ და საცეცხლე ელემენტებს მოიცავდა.  სამხედრო მოსამსახურეებმა სხვადასხვა ტიპის მცირე და საშუალო კალიბრიანი იარაღებიდან, სნაიპერული შაშხანებიდან და 60მმ-იანი ნაღმმტყორცნებიდან  სხვადასხვა მანძილზე მდებარე სამიზნეებს ესროლეს. საბრძოლო სროლები ამერიკული ქვეითთა საბრძოლო მანქანებიდან „ბრედლი“ და ქართულ შეიარაღებაში არსებული ქსმ2-ებიდან განხორციელდა.

ქართულ-ამერიკული სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ დასკვნით ეტაპზეა.  სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეები თეორიული მომზადების შემდეგ პრაქტიკულ საცეცხლე და ტაქტიკურ ამოცანებს ასრულებენ.

„ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში პირველად ტარდება და ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებას ისახავს მიზნად. ერთობლივი სწავლება ხელს შეუწყობს აშშ-სა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ურთიერთთავსებადობის გაზრდას NRF-ში მონაწილეობის მისაღებად და ქვეყნებს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას.

სწავლებაში მონაწილეობას იღებს დაახლოებით 600 ქართველი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე. ქართულ-ამერიკულ ერთობლივ წვრთნაში აშშ-ის არმიის პარაშუტისტთა და მექანიზირებული დანაყოფები მონაწილეობენ. საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ალფა“ ასეული, IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის I მექანიზირებული ასეული და სამხედრო პოლიციის ოცეულია წარმოდგენილი.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics