13:22 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-22 10:45:39, 334 ნახვა

პოლიტიკა
დავით ნარმანია: არავის საქმე არ არის რამდენი მრჩეველი ეყოლება მერს

„არავის საქმე არ არის რამდენი მრჩეველი ეყოლება მერს“, - ასე უპასუხა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ  ჟურნალისტის  კითხვას  თუ რაში სჭირდება მერს ხუთი მრჩეველი.

როგორც ნარმანიამ აღნიშნა, მრჩევლების დანიშვნა მერის დისკრეციული უფლებამოსილებაა.

„თბილისის მერია არის ძალიან დიდი უწყება და მერს რაში სჭირდება მრჩევლები ეს იცის მერმა. არავის საქმე არ არის რამდენი მრჩეველი ეყოლება მერს და ვის დანიშნავენ  ამავდროულად მრჩევლად. ეს არის მერის დისკრეციული უფლებამოსილება, მანდეთ ეს საკითხი. მრჩვევლად იქნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც მუშაობენ კიდეც მერიის სიტემაში, გააგრძელებენ მუშაობას, უბრალოდ, უშუალოდ ჩემი დაქვემდებარების ქვეშ იქნებიან“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.

ამასთან, დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ მერიაში არანაირი კადრების დამატება არ ხდება.

„მერიაში არანაირი კადრების დამატება არ ხდება. ჩვენ რაიონული  გამგეობების  სტრუქტურა შევცვალეთ, გარდა ამისა მრჩევლები, რომლებიც სხვადასხვა  ადგილას იყვნენ გაფანტული და მათ ჩვენს უწყებაში მოვუყარეთ თავი და ეს მრჩევლები ეყოლება მერს“,-აღნიშნა დავით ნარმანიამ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია - მოვითხოვთ, რომ მთავრობამ ზედმიწევნით დაიცვას გამოხატვის თავისუფლება
DW - შოლცი - რუსეთთან დაახლოებულ ქვეყნებს ეჭვი ეპარებათ, რომ უკრაინაში ომს რუსეთისთვის აზრი აქვს
რიჰარდს კოლსი- კანონის მიღება სიტყვისა თუ აზრის გამოხატვის ნებისმიერი თავისუფლების შეზღუდვა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics