18:41 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-19 14:28:24, 2036 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკმა“ სპეციალურად ტურისტებისთვის Tourist Card-ი შექმნა

„საქართველოს ბანკმა“, ტურისტებისთვის დამატებითი კომფორტის შექმნის მიზნით - Tourist Card-ი შექმნა.

Tourist Card-ი საქართველოს ბანკის (VISA) პლასტიკური ბარათია, რომელიც საქართველოში ჩამოსულ ნებისმიერ ტურისტს შესაძლებლობას აძლევს: ბარათით გადაიხადოს მგზავრობის საფასური მეტროში, ავტობუსში, სამარშრუტო ტაქსიში და საბაგიროთი მგზავრობისას.  ისარგებლოს  ფასდაკლებებით სხვადასხვა ობიექტებში: კაფე-ბარებსა და რესტორნებში; მუზეუმებსა და სუვენირების მაღაზიებში; ტურისტულ კომპანიებში; სასტუმროებსა და სავაჭრო ცენტრებში.

ახალი ბარათის პრეზენტაცია დღეს „საქართველოს ბანკის“ სათავო ოფისში ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე მიხეილ გომართელმა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ გამართეს.

როგორც მიხეილ გომართელმა განაცხადა, ახალი პროდუქტით სარგებლობა მსურველებს დღეიდან შეეძლებათ.

„ეს არის თავისი შინაარსით საბანკო ბარათი და მის მფლობელს შეეძლება ანგარიშსწორება მოახდინოს ნებისმიერ სავაჭრო ან მომსახურების სხვადასხვა ობიექტებში. ამ ბარათით გადახდა შესაძლებელი იქნება ტრანსპორტში. ყველაფერთან ერთად მომხმარებელი მიიღებს დაახლოებით, 15 დან 30 პროცენტამდე ფასდაკლებას ჩვენ პარტნიორ ორგანიზაციებთან. ჩვენი ვარაუდით, დღეში შესაძლებელი იქნება, ტურისტმა, დაახლოებით, 30-დან 100 ლარამდე დაზოგოს ამ ბარათის პირობებში. ამ ბარათის შეძენა შესაძლებელი იქნება საქართველოს ბანკის სერვისცენტრებში. ამის გარდა, ბარათის ყიდვა შესაძლებელი იქნება სხვა ისეთ წერტილებშიც, სადაც ძირითადად ხდება ტურისტების თავმოყრა, მათ შორის სუპერმარკეტები, სასტუმროები და სხვა“,- აღნიშნა გომართელმა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, ახალი ბარათი, საქართველოში შემოსულ უცხოელ ტურისტებს მოგზაურობისას მეტ კომფორტს შეუქმნის.  

„მოხარულები ვართ, რომ საქართველოსი ტურიზმის დინამიურ განვითარებასთან ერთად, სხვადასხვა ბიზნესები ქმნიან ახალ პროდუქტებს და ახალ სერვისებს, მათ შორის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საქართვლოს ბანკის პროექტი რომელიც ტურისტული ბარათის შექმნას გულისხმობს და ადამიანებს საშუალება ექნებათ  როგორც ტრანსპორტში, ასევე, ფასდაკლებებისათვის გამოიყენონ ტურისტული ბარათი, რაც რა თქმა უნდა უცხოელ ტურისტებს საქართველოში მოგზაურობისას მეტ კომფორტს შეუქმნის “,- განაცხადა ჩოგოვაძემ.

Tourist Card-ით გადახდა შესაძლებელია ყველგან, ნებისმიერი ბანკის პოსტერმინალით. Tourist Card-ის ღირებულება შეადგენს 10 ლარს, ხოლო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ბარათის შეძენისთანავე. (50-იდან 1 000 ლარამდე თანხის შეტანის ლიმიტით, როგორც ეროვნულ, ასევე დოლარის და ევროს ვალუტაში). Tourist Card-ზე ნაშთის შემოწმება შესაძლებელია „საქართველოს ბანკის“ სწრაფი გადახდის აპარატების საშუალებით.

ტურისტები საქართველოს ბანკის Tourist Card-ით ისარგებლებენ არაერთი მათთვის საჭირო ბენეფიტითა და ფასდაკლებით. მათ შორის: Tourist Card-ის მფლობელი საჩუქრად მიიღებს მაგთის  სიმ-ბარათს და 1000 MB-ის მოცულობის ინტერნეტს. Tourist Card-ის შეძენა შესაძლებელია საქართველოს ბანკის ექსპრეს სერვისცენტრებში.

სპეციალური შეთავაზებები, ფასდაკლებები და დეტალური ინფორმაცია Tourist Card-ზე გთხოვთ იხილოთ ვებგვერდზე: touristcard.ge


 

(R)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გახარია - ჩვენთვის საქართველოს ევროინტეგრაცია არც სააკაშვილის თავისუფლებაზე და არც ივანიშვილის დასანქცირებაზე არ გადის
15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - „საქართველოს ბანკის“ სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
ხაბეიშვილი - ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ქართველის ადგილი 28 აპრილს რუსთაველზეა
ოსტინი - აშშ უკრაინას კიდევ 1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics