20:06 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-19 15:09:00, 1613 ნახვა

კომენტარი
„ეტყობა გია დაგვიბერდა, ვერ გრძნობს, რა არის კორექტული და რა არა“ - ჭიჭინაძემ ვოლსკი „მაუგლის“ პერსონაჟს შეადარა

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი დავით ჭიჭინაძე თანაგუნდელ გია ვოლსკის აკრიტიკებს.

ჭიჭინაძემ პარლამენტის ვიცე-სპიკერი არაკორექტულობაში დაადანაშაულა. დეპუტატის თქმით, ვოლსკიმ მისი და ზარდიაშვილის დაპირისპირება ზოგადი კომენტარით შეაფასა.

„კიპლინგის მაუგლი ალბათ ყველას გაქვთ ნანახი, იქ არის მგელი და როდესაც ნანადირევს ვერ დაიჭერს მერე კრებას ატარებენ და იძახიან, რომ აკილამ ააცილაო, ანუ აკილამ ვერ დაიჭირაო. ეტყობა გია (ვოლსკი) დაგვიბერდა და ვერანაირად ვერ გრძნობს, რა არის კორექტული და რა არა. "ქართული ოცნება" ზარდიაშვილებისთვის არ შექმნილა. ამიტომ მე ვფიქრობ ხანდახან უნდა დაფიქრდეს ჭიჭინაძესა და ზარდიაშვილს შორის შედარებას რომ აკეთებს. ზარდიაშვილი არის ნეგატივის გამოსახულება. „ქართული ოცნება“ ამ სენისგან, რასაც ჰქვია "კოლექტიური ზარდიაშვილი," უნდა გათავისუფლდეს. ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, რაც დაუშვა "ქართულმა ოცნებამ," რომ ის არის პარლამენტის წევრი“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

ამასთან, ჭიჭინაძის ინფორმაციით, ვანო ზარდიაშვილი 2012 წლის არჩევნებზე მოსახლეობაზე ხელისუფლების სასარგებლოდ ზეწოლას ახდენდა. დეპუტატის თქმით, ზარდიაშვილი მის მეზობლად ცხოვრობს.

„2012 წლის არჩევნების დროს როგორ იქცეოდა - წადით, კითხეთ მეზობლებს“,- დასძინა ჭიჭინაძემ. 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს დაფინანსება შეუწყვიტა
ზელენსკი დონეცკის ოლქში ჩავიდა
ირაკლი ღარიბაშვილი 20 აპრილს შიდა ქართლის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
ოხანაშვილი „ნაცმოძრაობას“ - თქვენ ხართ ჩვენი გმირი მებრძოლების მოღალატეების პარტია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics