18:56 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-19 16:34:42, 2164 ნახვა

მსოფლიო
ერევანში ანტისამთავრობო აქციაზე 100 პირი დააკავეს

ერევანში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა 100 პირი დააკავეს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" ერევნის პოლიციის პრესსამსახურის უფროსზე ედგარ ჯანოიანზე დაყრდნობით იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა სომხეთის სახელმწიფო უწყებების პარალიზება სცადეს. მომიტინგეები შეეცადნენ მთავრობის ადმინისტრაციის შენობის ბლოკირებაც მოეხდინათ, თუმცა სამარტალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

"ამ ეტაპზე განყოფილებაში აქციის 100 მონაწილეა გადაყვანილი", - განაცხადა ჯანოიანმა.

ცნობისთვის, ვითარება ერევანში 16 აპრილს დაიძაბა, როდესაც მომიტინგეებმა პარლამენტის შენობაში შეღწევა სცადეს. აღნიშნულს მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება, რის შედეგადაც 46 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 6 პოლიციელი.

შეგახსენებთ, რომ 31 მარტიდან პარტია „სამოქალაქო თანხმობა“ სომხეთის ქალაქებში მსვლელობებს მართავდა, რაც 13 აპრილს ერევანში გამართული მიტინგით და საფრანგეთის მოედანზე მჯდომარე აქციით დასრულდა. 14 აპრილს აქციის მონაწილეები სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს შენობაში შეიჭრნენ და ეთერი მოითხოვეს. ოპოზიცია გრძელვადიან აქციებსა და გაფიცვებს აანონსებს. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრად სერჟ სარგსიანის დანიშვნას აპროტესტებენ. ამასთან, სომხეთის პარლამენტმა პრემიერის პოსტზე სერჟ სარგსიანი 17 აპრილს, ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ, ე.წ. ქოლ ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა
ირაკლი ქარქაშაძე - დაპირება, რომ გაზაფხულზე ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს ქალაქის ცენტრამდე ახალი ავტობუსები მოემსახურებოდა, შესრულებულია
როლანდ ბერიძე ქედის საჯარო სკოლაში სამედიცინო ოთახის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
EURO 2024-თან დაკავშირებით, საქართველოდან გერმანიის მიმართულებით ფრენების სიხშირე იზრდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics