19:03 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-19 18:03:07, 731 ნახვა

რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ წაბლანაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში მომხდარი ტრაგედიიდან 29 წელი გავიდა.

დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მთავრობის წევრებთან ერთად სოფელ წაბლანას ეწვია და 1989 წლის 19 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

ზურაბ პატარაძესთან ერთად წაბლანაში მთავრობის წევრები, შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, ხულოს ხელისუფლების წარმომადგენლები და სასულიერო პირები იმყოფებოდნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხსოვნის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს.

,,დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ წაბლანელების ხსოვნას. ტრაგედიიდან 29 წელი გავიდა. მნიშვნელოვანია მათი არდავიწყება, მათდამი სათანადო პატივის მიგება“, - განაცხადა შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ.

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში 1989 წლის 19 აპრილს მეწყერი ჩამოწვა, რომელმაც 23 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის სამი ბავშვის.

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ღარიბაშვილი შიდა ქართლის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და პარტიულ აქტივს შეხვდა
პაპუაშვილი - ეს სამება ურყევია, მასში ვერც ვერაფერი ჩანაცვლდება და ვერც მოაკლდება!
ლაშა ხუციშვილი ADB-ის პრეზიდენტს შეხვდა
მდინარაძე - ოკუპანტ ქვეყანას ეს კანონი ისედაც ეხება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics