12:28 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-19 18:11:00, 988 ნახვა

რეგიონი
ველომრბოლელი ნოდარ ბერიძე შუახევს სტუმრობდა

დღეს, შუახევის მუნიციპალიტეტს მრავალგზის მსოფლიო რეკორდსმენის - ჯუმბერ ლეჟავას სახელობის ველოტურის „საქართველო მშვიდობისათვის“ ფარგლებში ველომოგზაური ნოდარ ბერიძე ესტუმრა.

ველომოგზაურს ხულო - შუახევის საზღვარზე და მუნიციპალიტეტის მერიასთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დახვდნენ.

 ნოდარ ბერიძემ მათ დაგეგმილი ველოტურის „საქართველო მშვიდობისათვის" შესახებ და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. მისივე განცხადებით, ის ჯუმბერ ლეჟავას გზას სიმბოლურად აგრძელებს და ველოტურების მიზანი , მსოფლიოში ყველა პრობლემის ომის გარეშე მოგვარების მოწოდება, ადამიანთა შორის კავშირების აღდგენა, ჯანსაღი ცხოვრებისა და სპორტის პოპულარიზაცია და ფართო საზოგადოებისასთვის ჯუმბერ ლეჟავას ბიოგრაფიის და მიღწევების გაცნობაა.

ველომრბოლელმა სტარტი 2016 წლის 22 იანვარს თბილისში აიღო და დღემდე ევროპისა და აზიის მრავალი ქვეყანა, სულ 37 000 კილომეტრი გაიარა. მას გასავლელი დარჩა 2500 კილომეტრი საქართველოს მასშტაბით, რომელსაც 26 მაისს თბილისში, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის თავზე საზეიმოდ დასრულებს.

 ველოტური უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II -ის ლოცვა-კურთხევით ხორციელდება.

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„თიბისის“ მხარდაჭერით, „თბილისი ჰილსში“ განსხვავებული კონცეფციის აპარტამენტების მშენებლობა იწყება
ოთარ შამუგია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სოფლის განვითარების რეგიონული ჯგუფის გენერალურ მდივანს შეხვდა
ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ავტობუსები დაინიშნა
გზების დეპარტამენტი - სამტრედია-გრიგოლეთის ხიდის აღდგენისთვის საპროექტო კვლევებში ევროპელი სპეციალისტები ჩაერთნენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics