19:49 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-19 19:51:49, 2163 ნახვა

მსოფლიო
ერაყის ავიაციამ სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები დაბომბა

ერაყის სამხედრო-საჰაერო ძალებმა სირიაში დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე იერიში მიიტანეს, - ამის შესახებ BBC ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ჰაიდერ აბადის პრესამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ავიაციამ იერიში სირიისა და ერაყის საზღვართან ახლოს მიიტანა.

"იერიშის მიტანა პრემიერ-მინისტრ აბადის განკარგულების მოხდა. ამის მიზეზი კი დაჯგუფების მხრიდან არსებული საფრთხეა, რომელიც ერაყს ემუქრება", - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

სააგენტო Reuters წერს, რომ ავიადარტყმებში F-16-ის ტიპის გამანადგურებლები მონაწილეობდნენ. ჯიჰადისტების პოზიციების დაბომბვა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადთან შეთანხმებით ხდება.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
FSB-მ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე უკრაინის მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა
კრიპტოვალუტით ვაჭრობის ანი-ბანი: მარტივი სახელმძღვანელო ახალბედა ტრეიდერებისთვის
ღარიბაშვილი შიდა ქართლის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და პარტიულ აქტივს შეხვდა
პაპუაშვილი - ეს სამება ურყევია, მასში ვერც ვერაფერი ჩანაცვლდება და ვერც მოაკლდება!

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics