17:04 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-19 20:24:54, 1660 ნახვა

კომენტარი
პაპუაშვილი: ივანიშვილთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია ასეთია - არც ბელადები უნდა გვჭირდებოდეს და არც ყოჩები

ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა პაპუაშვილი არ ეთანხმება მმართველ გუნდში დეპუტატების ძველ და ახალ სახეებად დაყოფას. 

რიგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ამ ტერმინოლოგიის გამოყენება შეურაცხმყოფელია. 

„ვინც ეს ტერმინოლოგია დაამკვიდრა ძველი და ახალი სახეები, ეს არის შეურაცხმყოფელი. ამიტომ ვინც არიან ასეთი დაყოფის, დანაწევრებისა და ამ ტერმინოლოგიის შემოღების ავტორები უნდა გაირკვეს“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

პოლიტიკოსმა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ქვეყანას „ბელადები და ყოჩები“ არ სჭირდება.

„ჩემი დამოკიდებულება ასეთია ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით - ჩვენ არ ვართ ადამიანები და არც უნდა ვიყოთ, რომ ყოჩებს და ბელადებს ვეძებდეთ. ეს კატეგორიულად არ მიმაჩნია სწორად. უფრო მეტს ვიტყვი, ასეთივე შეხედულება აქვს მასაც ამ ცხოვრებისეულ დამოკიდებულებასთან. ჩვენ არც ბელადები უნდა გვჭირდებოდეს და არც ყოჩები. ჩვენ უნდა ავაშენოთ ქვეყანა, სადაც შეიცვლებიან მთავრობებიც, მაგრამ უნდა შევძლოთ ცხოვრება, გაგრძელდეს ინსტიტუციურად, როგორც იგება ჩვეულებრივი თანამედროვე სახელმწიფო“, - განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მდინარაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მეორე მოსმენაზე - საზოგადოებისთვის გაცილებით საინტერესო იქნება
BBC - რაფაჰზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა
მდინარაძე „ენჯეოებსა“ და მედიაზე - საქართველოში მსგავსი დაურეგულირებელი სფერო არ არსებობს
ღარიბაშვილი - თუ იმ დროისთვის, როცა ქვეყანა იქნება მზად, გახდეს ევროკავშირის წევრი, ძალიან მარტივად შეიძლება ამ კანონის გაუქმება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics