07:02 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-22 14:04:03, 401 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი უვიზო მიმოსვლაზე: საქართველოს ევროკავშირის ყველა მოთხოვნა შესრულებული აქვს

საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, საქართველოს ევროკავშირის ყველა მოთხოვნა შესრულებული აქვს.

როგორც ხიდაშელმა თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველომ 6 თვეში გაიარა ის გზა, რისთვისაც მოლდოვას 2 წელი დასჭირდა.

„საქართველოს ყველა მოთხოვნა შესრულებული აქვს. მოთხოვნები არის ვადიანი და თუ ჩვენ ვსაუბრობთ, რატომ ვერ მოახერხა საქართველომ  დეკემბერში შესასრულებელი მოთხოვნის მაისში შესრულება, იმიტომ, რომ ის მოთხოვნა არის ვადიანი. საქართველომ 6 თვეში სრულად გაიარა ის გზა, რისთვისაც მოლდოვას 2 წელი დასჭირდა. 2 წლის განმავლობაში აკეთებდა ამას მოლდოვა, სანამ უვიზო მიმოსვლამდე მივიდოდა. ყველა ეს მოთხოვნა საკანონდებლო რეგულირება, ყველა ნორმატიული ქმედება 6 თვეში დავასრულეთ. ზუსტად იმიტომ, რომ 6 თვეში დავასრულეთ, გაჩნდა კითხვა, რომ გუშინწინ მიღებული კანონი რეალობაში როგორ განხორციელდება ანუ მისი იმპლემენტაცია სინამდვილეში სწორად მოესწრება თუ არა, ამას  ამოწმებს ევროკავშირი. ჩვენ ვიჩქარეთ და ყველა მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ, ევროკავშირმა გვითხრა, გავიგეთ  რომ 2 წლიანი გზის 6 თვეში გავლა გინდათ, მაგრამ ერთი-ორი თვე გვაჩვენეთ, ახლა რომ რეალურად ეს კანონები მუშაობს. ეს ძალიან ლეგიტიმური მოთხოვნაა, ჩვენ  ვჩქარობთ, ნამდვილად გვინდა, რომ სწრაფად მოხდეს ამოცანების რეალიზება, რომელიც ევროკავშირთან ამ ეტაპზე გვაქვს დასახული და იმედი მაქვს ის ვადა, რაც იქნება დეკლარაციით განსაზღვრული საკმარისი აღმოჩნდება იმისათვის, რომ ყველა დარწმუნდეს, ეს სიკეთხები, რაც ჩვენ კანონებში ჩავწერეთ, რეალურ ცხოვრებაშიც ადეკვატურად აისახება“,-განაცხადა თინა ხიდაშელმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics