12:38 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-22 14:08:22, 662 ნახვა

კომენტარი
ქეთევან ციხელაშვილი: ახალგორიდან 800-ზე მეტი მოქალაქის განცხადებაა შემოსული, რომლებმაც ე.წ. საშვები ვერ მიიღეს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებლებს გამყოფი ხაზის გადაკვეთის პრობლემას ე.წ რეგულაციები ქმნის, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმი იყენებს.

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლებს ქართული მხარიდან გადაადგილების კუთხით პრობლემები არ ექმნებათ. რამდენიმე სახის პრობლემასთან გვაქვს რეალურად საქმე. 2008 წლიდან გასაგები მიზეზების გამო, პრობლემა კიდევ უფრო აქტუალური გახდა. პირველ რიგში ეს უკავშირდება ფიზიკური დაბრკოლებების გაჩენას 2009 წლიდან მოყოლებული მავთუხლართების  და სხვადასხვა ბარიკადების სახით. მეორე პრობლემაა ე.წ. რეგულაციები, რომლებსაც საოკუპაციო რეჟიმი იყენებს, საოკუპაციო ხაზის გადაკვეთებისას.  ამ რეგულაციებში შედის ე.წ. დოკუმენტები, პასპორტები, საშვები, რომლებიც გამოიყენება, როგორც დამატებითი წნეხი გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვისათვის“, - აღნიშნა ციხელაშვილმა.

მისივე თქმით,  გადაადგილების კუთხით შეზღუდვები არსებობს ახალგორის მოსახლეობისთვისაც, თუმცა გარკვეული ნაწილი „რეპუტაციის ფარგლებში“ ე.წ. საშვებით სარგებლობს.

 „ახალგორში, სადაც  2008 წლამდე მცხორები ქართული მოსახლეობაა, გადაადგილების გარკვეული შეზღუდვები არსებობს. მოსახლეობის ნაწილი სარგებლობს გარკვეული რეპუტაციის ფარგლებში ამ გადაადგილების შესაძლებლობით, ხოლო მეორე ნაწილს ეს უფლება გაუგებარი მიზეზებით არ აქვს. ჩვენ სამინისტროში 2013-2014 წლებში 800-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა ინდივიდუალური მოქალაქეებისა, რომლებმაც ვერ მიიღეს ე.წ. საშვი ახალგორში შესასვლელად“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ციხელაშვილის ინფორმაციით, ეს საკითხი როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დროს, ისე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში განიხილება, რომელიც ყოველთვიურად იმართება ერგნეთში.

გარდა ამისა, ქეთევან ციხელაშვილის თქმით,  რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებთათვის მძიმე მდგომარეობაა ჰუმანიტარული კუთხით.

როგორც მან აღნიშნა,  800-მდე ოჯახს სასოფლო-სამეურნეო მიწებსა და ნაკვეთებზე წვდომა შეზღუდული აქვთ. მათ არ აქვთ წვდომა სასმელ, სარწყავ სისტემებზე, ასევე სასაფლაოებზე და სალოცავებზე.

„ჰუმანიტარული შედეგები სავალალოა. 800-მდე ოჯახს სასოფლო-სამეურნეო მიწებსა  და ნაკვეთებზე წვდომა შეზღუდული აქვს. არსებობენ ოჯახები, რომელთა საკარმიდამო ნაკვეთებში ფაქტობრივად ეს მავთუხლართები ფიზიკურად გადის.  რა თქმა უნდა სავალალო ჰუმანიტარულ შედეგებში მოიაზრება ისიც, რომ გადაადგილება შეზღუდულია. არ აქვთ წვდომა სასმელ და სარწყავ სისტემებზე, სასაფლაოებზე, სალოცავებზე და ა.შ“, - განაცხადა ციხელაშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კასპში ქუჩების რეაბილიტაცია გრძელდება
„თიბისის“ მხარდაჭერით, „თბილისი ჰილსში“ განსხვავებული კონცეფციის აპარტამენტების მშენებლობა იწყება
ოთარ შამუგია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სოფლის განვითარების რეგიონული ჯგუფის გენერალურ მდივანს შეხვდა
ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ავტობუსები დაინიშნა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics