11:55 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-22 16:36:09, 632 ნახვა

სამართალი
სასამართლო სისტემაში დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტის შემოღების საკითხზე შეხვედრა გაიმართება

მართმსაჯულების სახლში, ხვალ, 12:00 საათზე, საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის ეგიდით, „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით, შეხვედრა გაიმართება.

კერძოდ, შეხვედრაზე განიხილება სასამართლო სისტემაში დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტის შემოღებისა და მასთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხები. შეხვედრაზე მიწვეულები არიან: საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე - ნინო გვენეტაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი - ლევან მურუსიძე, საბჭოს წევრები, საერთო სასამართლოების მოსამართლეები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ხალხის ძალა“ - ჩვენ შეგვიძლია, ევროპას აგენტოკრატიისგან თავის დაღწევაში დავეხმაროთ
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
შეხვედრა გამოფენის კურატორთან და ხელოვანთან „თიბისი კონცეპტში“
სუს-ის თანამშრომლებმა ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics