02:23 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-22 17:24:51, 665 ნახვა

ეკონომიკა
2015 წლის სეზონს აჭარა მრავალი საინტერესო სიახლით ხვდება

2015 წლის სეზონს აჭარა ახალი ტურისტული ობიექტებით შეხვდება. 

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე წელს უკვე გაიხსნა და ფუნქციონირებს მცირე და საშუალო ზომის განთავსების  ობიექტები. უახლოეს მომავალში რეგიონში კიდევ რამდენიმე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნება. 2015 წელს აჭარის განთავსების ობიექტებს   819 სასტუმრო ნომერი შეემატება, რაც დამატებით 1700-მდე  განთავსების ადგილს მოიცავს.

როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, 2015 წლის სეზონზე დამატებითი ჩარტერული და რეგულარული ფრენები განხორციელდება პოლონეთიდან, ისრაელიდან და უკრაინიდან. 

ტურიზმის დეპარტამენტმა პოლონეთში სარეკლამო კამპანიის ფარგლებში მოლაპარაკებები აწარმოა ერთ-ერთ უმსხვილეს პოლონურ ტურ-ოპერატორთან "Rainbow Tours"-თან (http://www.rainbowtours.pl/), რომლის შედეგადაც 2015 წლის სეზონისათვის კომპანია პოლონეთის სამი ქალაქიდან (ვარშავა,კატოვიცე,პოზნანი) ჩარტერულ ფრენების ფარგლებში მგზავრთა რაოდენობის 30%-ით გაზრდას ვარაუდობს.

ებრაული კომპანია Eshet Tours“ (http://www.eshet-tours.com/) ადგილობრივ ტურისტულ კომპანიებთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს საქართველოს, კერძოდ აჭარის ტურისტულ ბაზარზე ოპერირებას.  2015 წლის სეზონის სიახლეს  წარმოადგენს ისრაელიდან ახალი ავიაკომპანიის „AKRIA”-ს შემოსვლა, რომელიც თავის ჩარტერულ ფრენებს ასევე ბათუმის მიმართულებით კვირაში ერთხელ გეგმავს( http://www.arkia.com/).

უკრაინიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერული და დამატებითი ფრენების გაზრდით რამდენიმე უკრაინული ავიაკომპანიაა დაინტერესებული. მაისიდან ოქტომბრამდე მხოლოდ უკრაინიდან ბათუმის მიმართულებით კვირაში 10-მდე  ავიაფრენაა დანიშნული. ზოგიერთი კომპანიის ინფორმაციით, აქტიურ სეზონზე შესაძლოა ფრენების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს.

უკრაინულმა ავიაკომპანია Yanair-მა (http://yanair.ua/), ოდესა-ბათუმი-ოდესას მიმართულებით რეგულარული ფრენები უკვე დაიწყო. ფრენები  კვირაში ორჯერ - სამშაბათს და შაბათს სრულდება.   ჩარტერული ფრენები ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით  კიევი-ბათუმი-კიევის (ჟულიანის აეროპორტი) მიმართულებით 31 მაისიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით კვირაში სამჯერ: სამშაბათობით, პარასკეობით და კვირაობით განხორციელდება. ზაფხულის სეზონზე უკრაინული ავიაკომპანია Yanair -ი, ბათუმის მიმართულებით დამატებით ფრენებსაც გეგმავს.

14 ივნისიდან  ფრენებს განაახლებს „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები „FlyUia“ (http://www.flyuia.com/eng/us.html) კიევიდან-ბათუმის მიმართულებით. პირდაპირი ავიარეისები ბორისპოლის აეროპორტიდან კვირაში 3-ჯერ: ორშაბათობით, შაბათობით და კვირაობით განხორციელდება. FlyUia -ს ინფორმაციითვე, ბათუმი-კიევის რეისზე ბილეთის ღირებულება 88 ევრო, ხოლო ბათუმი-კიევი-ბათუმის მიმართულებაზე მგზავრობის ტარიფი 177 ევრო იქნება.

უკრაინიდან აჭარაში ტურისტების გადაყვანაზე ამიერიდან ავიაკომპანია Dniproavia -ც იზრუნებს http://dniproavia.com/en/, რომელიც 3 ივნისიდან  ბათუმის მიმართულებას ფრენებს განაახლებს. უკვე ცნობილია, რომ Dniproavia ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში რეისებს ოდესიდან და დნეპროპეტროვსკიდან შეასრულებს.

სიახლეებით იქნება გამორჩეული 2015 წლის სეზონზე ტურიზმის საინფორმაციო ცენტრები. განახლებული დიზაინის საინფორმაციო ცენტრებში ტურისტებს შეეძლებათ ფასდაკლებების ბარათის შეძენა, რომელიც სხვადასხვა სერვისს გააერთიანებს, კერძოდ ბარათი მოიცავს მუნიციპალური ტრანსპორტის 10 ბილეთს, ტელეფონის სიმ-ბარათს, 10%-იდან 25%-მდე ფასდაკლებებს რეგიონის ტურისტულ ობიექტებში (სასტუმროები, კაფე-რესტორნები, ატრაქციები). წელს პირველად, ბულვარის შესასვლელში მდებარე საინფორმაციო ცენტრი ტურისტებს ბარგის შენახვისა და ბათუმის ღია ბარათების გაგზავნის სერვისს შესთავაზებს. საინფორმაციო ცენტრი საბაგირო გზასთან 24 საათიანი სერვისით მოემსახურება ქალაქის სტუმრებს.

გარდა ამისა, მაისის ბოლოს, ჭარაში ჩასულ მგზავრებს ახალი რკინიგზის სადგური „ბათუმი ცენტრალი“ (http://batumicentral.ge/) მოემსახურება. ახალი რკინიგზის სადგური ქალაქთან ახლოს, თამარ მეფის გზატკეცილზე მდებარეობს. კომპლექსში რკინიგზის სადგური, ავტოსადგური, ბიზნეს ცენტრი, გასართობი ცენტრები, კაფეები და სხვა მრავალფუნქციური დანიშნულების ობიექტები მოეწყობა. რკინიგზის სადგური „ბათუმი ცენტრალი“ ერთდროულად საათში 150 ადამიანს მოემსახურება. ავტოსადგურიდან კი საათში 30 ავტობუსის გასვლა იქნება შესაძლებელი.

გასულ წელთან შედარებით დამატებითი ტერმინალებით ხვდება ახალ სეზონს „ბათუმველო“  http://batauto.ge/ . ზაფხულის  სეზონზე ტურისტებს 23 ველო-ტერმინალი და 370-მდე ველოსიპედი მოემსახურება. 1 დღიანი, 10 დღიანი და 1 წლიანი ბათუმველოს ბარათების შეძენა შესაძლებელია ბულვარის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში. წელს ბათუმველოს ტერმინალით სარგებლობა ბათუმის ბოტანიკურ ბაღთანაც იქნება შესაძლებელი.

ბათუმის ბულვარში, სადაც სეზონთან დაკავშირებით ინფრასტრუქტურული სამუშაოები რამდენიმე მიმართულებით ჩატარდა: ჭედური მოაჯირით მოპირკეთდა გედების ტბა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ზოო კუთხეს, მოეწყო ფარშევანგებისა და თუთიყუშებისათვის თანამედროვე დიზაინის ვოლიერები და კარიები. სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ნინოშვილის ქუჩის გასწვრივ მინდვრის საფარს და იგი ბუნებრივი გრანიტის ფილებითა და ბაზალტის ბორდიურებით მოპირკეთდა, ჩატარდა ბულვარის გამწვანების სამუშაოები, უნივერსიტეტის მიმდებარედ 1500 კვ.მ –ზე  დაიწყო იაპონური ბაღის გაშენება, დამონტაჟდა სასმელი წყლის შადრევნები, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სამგანყოფილებიანი ურნები, თანამედროვე სტილის ტრენაჟორები, ახალი საბავშვო ატრაქციონები.

ქალაქი უმასპინძლებს ყველა იმ საერთაშორისო ღონისძიებას, რომელიც უკვე ბათუმთან ასოცირდება: შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი, საავტორო  კინოს საერთაშორისო ფესტივალი BIAFF, ანიმაციური ფილმების ფესტივალი ,,თოფუზი", კლასიკური მუსიკის ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი, ბათუმის ეზოს ისტორიები.

ივლისის თვეში ტრადიციულად ჯაზ-ფესტივალის მოყვარულებს ველოდებით რეგიონში. წელს რიგით IX შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი 23-26 ივლისს გაიმართება, რომელშიც, ტრადიციულად, მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო ვარსკვლავები: George Clinton Parliament Funkadelic, Liv Warfield feauturing the NGP Hornz, Lisa Stansfield, Snoop Dogg.

ივლისის თვეში დაიწყება ასევე Grafikart Festival Batumi, რომლის ფარგლებშიც ფრანგი და ქართველი არტისტების მონაწილეობით მოიხატება რამდენიმე ადგილი ბათუმში.  აგვისტოს თვეში გაიმართება კლასიკური მუსიკის ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი ელისო ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, რომელიც 4 დღის განმავლობაში მსოფლიო მუსიკის ვარსკვლავებს უმასპინძლებს.

გარდა საერთაშორისო ფესტივალებისა, წელს ქალაქის სტუმრებს უამრავი საინტერესო ღონისძიება ელის. ივნისის თვიდან სექტმებრამდე დაგეგმილია უფასო კონცერტები როგორც ფოლკლორული ანსამბლების, ისე ადგილობრივი და უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით. 

სიახლეები კვების ობიექტებშიც შეინიშნება. 2015 წლის სეზონს  რეგიონის კვების ობიექტები განახლებული ინტერიერებითა   და ახალი კაფე-რესტორნებით ხვდება. ბათუმის კოლორიტულ კაფე-რესტორნებს შეემატა ისეთი ადგილები, როგორებიცაა რესტორნები „აჭარა“,  “BK”, “გრილ თაუნი“ და სხვა.

სარემონტო სამუშაოები ჩატარდა ასევე ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ვიზიტირებულ ტურისტულ  ობიექტში- დელფინარიუმში. განახლდა ინტერიერი და გაზრდილი მოთხოვნის გამო 100-მდე ადგილით გაიზარდა მაყურებელთა რაოდენობა.ზაფხულის სეზონზე დელფინარიუმში ყოველდრიურად სამი შოუ გაიმართება.

2015 წლის სეზონს განახლებული ცენტრალური პარკითა და ახალი სერვისებით შეხვდება ბათუმის ბოტანიკური ბაღი. ტურისტებისათვის ხელმისაწვდომი გახდება WIFI- სერვისი ბაღში მითითებულ ადგილებზე. წელს პირველად სპეციალური ადგილი იქნება გამოყოფილი ბავშთა გართობისათვის. შემუშავდა ასევე ფასდაკლებებით ფასდაკლებათა პაკეტი, რომელიც ტურისტული სააგენტოებისათვის ბაღის დათვალიერების საფასურზე 10, 18 და 25 % - იან შეღავათს გულისხმობს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics