00:40 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-22 18:06:35, 314 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკავშირის ლიდერებისგან მივიღეთ პოლიტიკური მესიჯი, რომ პირველი იყო მოლდოვა, შემდეგ იქნება საქართველო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებისგან ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით პოლიტიკური მესიჯი მიიღო, რომ პირველი იყო მოლდოვა, შემდეგ იქნება საქართველო.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.  
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ რიგის სამიტი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და წარმატებული იყო და არსებობს საფუძველი, რომ საქართველოს მოქალაქეებს მომავალ წელს ევროპაში უვიზო მიმოსვლა შეეძლოთ.
 „ჩვენს შემთხვევაში, როგორც პირად საუბრებში, ისე - საჯაროდ, ცალსახად დადასტურდა, რომ საქართველომ მიაღწია ძალიან მნიშვნელოვან პროგრესს. გერმანიის კანცლერი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ორმხრივ შეხვედრებზე ამას ერთხმად აღნიშნავენ. პროცესი, ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ბევრად ადრე, წინა ხელისუფლების დროს უნდა დაწყებულიყო. მოლდოვამ ეს დაიწყო 2010 წელს და დღეს მათ უკვე აქვთ უვიზო მიმოსვლა. ჩვენმა ხელისუფლებამ დიდი ნახტომი გააკეთა. რა თქმა უნდა, ევროპაში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, შეიძლება იდეალური არ იყოს დეკლარაცია ყველა ქვეყნისთვის, მაგრამ უკრაინა-რუსეთის დაძაბული ურთიერთობის გათვალისწინება გახდა აუცილებელი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ ტექნიკური პროცედურების დასრულება წლის ბოლომდე გახდება შესაძლებელი.
„პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, რომ შემდეგი არის საქართველო. პრაქტიკულად ეს უკვე დაადასტურეს ევროპელმა ლიდერებმა. ჩვენ გვაქვს საფუძველი, რომ მომავალ წელს ჩვენს მოქალაქეებს შეეძლოთ უვიზო მიმოსვლა ევროპაში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ტექნიკური პროცედურები დროზე ადრე დავასრულოთ“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics