18:19 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-22 18:17:19, 330 ნახვა

საზოგადოება
სერჟანტთა მომზადების ცენტრის სამეთაურო-საშტაბო კურსი დასრულდა

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრის სამეთაურო-საშტაბო კურსი ოფიციალურად დასრულდა. სწავლების დახურვის ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში გაიმართა.

თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა მსმენელებს სასწავლო კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა და სიტყვით გამოსვლისას შეიარაღებული ძალებში საგანმანათლებლო პროგრამების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
კურსდამთავრებულებს სწავლების დამთავრების შესაბამისი სერთიფიკატები თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, მისმა მოადგილეებმა დავით ებრალიძემ და ბესიკ ლოლაძემ, ასევე გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გადასცეს. ცერემონიალის დასასრულს გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრის მოძღვარმა, მამა გიორგიმ პირადი შემადგენლობა დალოცა.
დღეიდან კურსდამთავრებული სერჟანტები საკუთარ ქვედანაყოფებს დაუბრუნდებიან და შეიარაღებულ ძალებში განაგრძობენ სამსახურს.
სამეთაურო-საშტაბო კურსი საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების 32 სერჟანტმა   17 კვირის განმავლობაში გაიარა. პროგრამა ასეულის და ბატალიონის შტაბის სერჟანტის მომზადებას ი

სამეთაურო-საშტაბო კურსი დასრულდა

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრის სამეთაურო-საშტაბო კურსი ოფიციალურად დასრულდა. სწავლების დახურვის ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში გაიმართა.
თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა მსმენელებს სასწავლო კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა და სიტყვით გამოსვლისას შეიარაღებული ძალებში საგანმანათლებლო პროგრამების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
კურსდამთავრებულებს სწავლების დამთავრების შესაბამისი სერთიფიკატები თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, მისმა მოადგილეებმა დავით ებრალიძემ და ბესიკ ლოლაძემ, ასევე გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გადასცეს. ცერემონიალის დასასრულს გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრის მოძღვარმა, მამა გიორგიმ პირადი შემადგენლობა დალოცა.
დღეიდან კურსდამთავრებული სერჟანტები საკუთარ ქვედანაყოფებს დაუბრუნდებიან და შეიარაღებულ ძალებში განაგრძობენ სამსახურს.
სამეთაურო-საშტაბო კურსი საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების 32 სერჟანტმა 17 კვირის განმავლობაში გაიარა. პროგრამა ასეულის და ბატალიონის შტაბის სერჟანტის მომზადებას ითვალისწინებდა. სამხედრო მოსამსახურეებმა ტაქტიკის საფუძვლები, ქვედანაყოფის მართვის პროცედურები, საბრძოლო მომზადების ორგანიზების პრინციპები და კომპიუტერული საოფისე პროგრამები შეისწავლეს. სერჟანტები კურსის განმავლობაში სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცესსაც გაეცნენ და სამხედრო ბრძოლების ისტორიის შესახებ სპეციალური სემინარები მოისმინეს.
კურსის ფარგლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრსა და საქართველოს პარლამენტში გაცნობითი ხასიათის ვიზიტებიც განხორციელდა.
ღონისძიებას საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის მეუღლე და შვილები დაესწრნენ.

თვალისწინებდა. სამხედრო მოსამსახურეებმა ტაქტიკის საფუძვლები, ქვედანაყოფის მართვის პროცედურები, საბრძოლო მომზადების ორგანიზების პრინციპები და კომპიუტერული საოფისე პროგრამები შეისწავლეს. სერჟანტები კურსის განმავლობაში სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცესსაც გაეცნენ და სამხედრო ბრძოლების ისტორიის შესახებ სპეციალური სემინარები მოისმინეს.
კურსის ფარგლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრსა და საქართველოს პარლამენტში გაცნობითი ხასიათის ვიზიტებიც განხორციელდა.
ღონისძიებას საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის მეუღლე და შვილები დაესწრნენ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პრეზიდენტი - ჩემი მოწოდებაა, ყველამ ერთად დავიწყოთ მუშაობა, რათა დიასპორას საარჩევნო უფლება მივცეთ
ე.წ. კანონიერმა ქურდმა, შაქრო კალაშოვმა საპატიმრო დატოვა
სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე გადაუდებელი დახმარების ცენტრის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა
სააკაშვილი - უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის დამატებითი უბნების გახსნის საკითხს მთლიანად ვუჭერ მხარს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics