19:05 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-22 19:00:56, 307 ნახვა

საზოგადოება
სამხედრო-საინჟინრო ბრიგადაში სამედიცინო სწავლება დასრულდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-საინჟინრო ბრიგადაში საბრძოლო მედიკოსების ინსტრუქტორთა მომზადება დასრულდა. სწავლება ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ნდობის ფონდის პროექტ „საქართველო IV“-ის ფარგლებში ჩატარდა.
სწავლების წარმატებით დასრულება სამხედრო ექიმებს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა გიორგი კბილცეცხლაშვილმა, სამედიცინო დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა მედეა ბეთაშვილმა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა მაქსიმილიან ედრმა მიულოცეს. კურსის მონაწილეებს შესაბამისი სერთიფიკატებიც გადაეცა.
თეორიული და პრაქტიკული მომზადება ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისისა  (ODC) და აშშ-ის ევროპული სარდლობის (EUCOM) ინსტრუქტორებმა 15 ქართველი სამხედრო ექიმი პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენაში გადაამზადეს.
ღონისძიების დასასრულს, აშშ-ის ევროპული სარდლობის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს 75 000 აშშ დოლარის ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობა გადასცეს. მიღება-ჩაბარების აქტს ხელი ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა მამუკა ცხვედიანმა და ODC-ის წარმომადგენელმა, მაიორმა კოლინ ტომფსონმა მოაწერეს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
ალტინფო აცხადებს, რომ რეესტრმა მათი ახალი პარტიის გაუქმების პროცესიც დაიწყო
ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის მკვლელობისთვის სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
გახარია - ჩვენთვის საქართველოს ევროინტეგრაცია არც სააკაშვილის თავისუფლებაზე და არც ივანიშვილის დასანქცირებაზე არ გადის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics