19:26 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-22 19:15:28, 697 ნახვა

ეკონომიკა
პროექტის „მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა საქართველოში“ პირველი ეტაპი დასრულებულია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „მეწარმეობის განვითარების სააგენტოს“ ინიციატივით შემუშავებული პროექტის „მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა საქართველოში“ პირველი ეტაპი, რომელიც ბიზნეს იდეების წარმოდგენას გულისხმობდა, დასრულებულია.  

სამთავრობო ინიციატივის „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში,  15 მარტს  მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით ბიზნეს იდეების წარმოდგენის კონკურსმა სტარტი აიღო. პროექტის ფარგლებში, შერჩეული ბიზნეს იდეის  განხორციელებაში ჩართული  მეწარმე სუბიექტები დაფინანსდებიან 5000 ლარის ოდენობით (მეწარმეთა ორ კაციანი ჯგუფის შემთხვევაში 10 000 ლარი, ხოლო სამ კაციანი ჯგუფის არსებობის შემთხვევაში კი 15 000 ლარის ოდენობით). მოცემულ კონკურსში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდა ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც არ გააჩნდა სახელმწიფოს მიმართ დავალიანება, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირებს, ისევე როგორც მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მეწარმეებს. პროგრამის განსახორციელებლად ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო 20 000 000 ლარი, ფინანსური მხარდაჭერის ხანგრძლივობის ვადად კი  26 თვე განისაზღვრა. 
„შემოსული განაცხადების საერთო რაოდენობის სტატისტიკაზე დაყრდნობით, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის მასშტაბით გაკეთდა 1845 განაცხადი, ხოლო იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მასშტაბით 1730 განაცხადია შემოსული. მოცემულ ეტაპზე  აღნიშნული ბიზნეს იდეების შინაარსობრივი ნაწილის განხილვა მიმდინარეობს, რის შემდეგაც მეორე ეტაპზე გადასულ მეწარმეებს ჩაუტარდებათ სპეციალური კურსი და მათთან ერთდ მოხდება ბიზნეს იდეების ჩამოყალიბება. მეორე ეტაპზე გამარჯვებული ბიზნეს გეგმები დაფინანსდება პროგრამის ფარგლებში“,  - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტროს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში და ქვემო ქართლში შესულ განაცხადებს განიხილავს - ა(ა)იპ „რეგიონული განვითარების ასოციაცია“  RDA. იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი კი - ა(ა)იპ „საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაცია - საქართველოს სკაუტები “.                 
შეგახსენებთ, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ერთ-ერთ მიმართულებას  მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა და განვითარება წარმოადგენს, ასევე, პროგრამის ამოცანაა თანამედროვე ბიზნეს პრაქტიკის დამკვიდრება, მიკრო-ბიზნესის წამოწყების წახალისებისთვის სხვადასხვა მიმართულების პროგრამების შემუშავება, ამ გზებით დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და ქვეყნის საერთო ეკონომიკური სურათის გაუმჯობესება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
ალტინფო აცხადებს, რომ რეესტრმა მათი ახალი პარტიის გაუქმების პროცესიც დაიწყო
ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის მკვლელობისთვის სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
გახარია - ჩვენთვის საქართველოს ევროინტეგრაცია არც სააკაშვილის თავისუფლებაზე და არც ივანიშვილის დასანქცირებაზე არ გადის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics