12:33 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-22 20:36:29, 301 ნახვა

საზოგადოება
ეროვნულ არქივში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიხსნა

საქართველოს იუსიტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დღეს 26 მაისისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა, სადაც წარმოდგენილია 1918-1921 წლებში დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის ამსახველი ფოტო და წერილობითი დოკუმენტები. 

ექსპოზიციაზე დამთვალერებელი ნახავს 1918-21 წლების მთავრობის, დამფუძნებელი კრების წევრების, სხვადასხვა ღონისძიების ამსახველ ფოტოებს, ასევე, წერილობით დოკუმენტებს, რომელიც პირველი რესპუბლიკის სიმბოლიკის დამტკიცებას შეეხება.
დღესვე ისტორიკოსმა დიმიტრი სილაქაძემ წაიკითხა საჯარო ლექცია „დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წელს: შეიარაღებული ძალების შექმნის პროცესი და ორგანიზაცია“. მან ისაუბრა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პერიოდში ქართული შეიარაღებული ძალების შექმნის პროცესზე, რა დისკუსიები მიმდინარეობდა პოლიტიკურ ძალებსა და სამხედრო ელიტის შიგნით ჯარის მოდელის შესახებ და საბოლოოდ რა ტიპის შეიარაღებული ძალა შეიქმნა. როგორი იყო რეგულარული ჯარისა და გვარდიის ორგანიზაცია, როგორ იმართებოდა და ივსებოდა ახალწვეულებით.
გამოფენა 5 ივნისამდე გაგრძელდება. დათვალიერება თავისუფალია.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე - საქართველოს კურსი უცვლელია - ქვეყნის ღირებულებები და ტრადიციები მუდამ ბმაშია ევროპულ კულტურასთან
კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია, რომელსაც ქართველი ფეხბურთელები, მორაგბეები და მათი ქომაგები იმსახურებენ
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლატვიის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
კალაძე - საფეხბურთო ნაკრებისთვის ფულადი ჯილდოს გადაცემა ივანიშვილის მხრიდან კიდევ ერთი ეროვნული მნიშვნელობის გადაწყვეტილებაა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics