16:11 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-23 10:12:48, 565 ნახვა

სამართალი
შსს-მ 32 შეკვრა ჰეროინი ამოიღო

შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული ბესიკ რ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ქობულეთში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 32 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 1,496 გრ ჰეროინს შეიცავს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
არ გამკვირვებია, დღეს რომ ეს მოხდა - გრიგორიადისის დედა პროცესის გადადებაზე
საქართველოს პროკურატურაში, ევროკავშირთან თანამშრომლობით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე პროკურორთა და გამომძიებელთა სპეციალიზაციის კურსი ჩატარდა
თავდაცვის მინისტრი აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებულთა პანაშვიდს დაესწრო
შოლცი - გერმანია უკრაინისთვის Taurus-ების მიწოდებაზე უარს ამბობს, რადგან რუსეთსა და ნატოს შორის ომის თავიდან არიდებას ცდილობს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics