10:19 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-23 11:15:47, 303 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს თხოვნით მიმართავს, „ევროვიზიის“ ფინალში ნინა სუბლატს მხარი დაუჭირონ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ თანამემამულეებს და საქართველოს მეგობრებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ და უგულშემატკივრონ „ევროვიზიის“ ფინალში ნინა სუბლატს.              

პრემიერის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქართველი მომღერლის გამარჯვების შემთხვევაში, საქართველო მზადაა, ღირსეულად უმასპინძლოს „ევროვიზიის“ კონკურსს.

„მინდა გულითადად მივესალმო საქართველოს სახელით „ევროვიზიის“ კონკურსში მონაწილე ჩვენს ნიჭიერ მომღერალს - ნინა სუბლატს, რომელმაც უკვე მოუტანა წარმატება ჩვენს ქვეყანას და ათ საუკეთესოთა შორის ფინალში გავიდა.

ნინას მთელი საქართველო ვგულშემატკივრობთ. ის უკვე დასახელდა „ევროვიზიის“ საუკეთესო მომღერალთა შორის და დიდი იმედი გვაქვს, რომ ხვალინდელ ფინალში ქართველი მომღერალი, რომელმაც ღირსეულად წარმოაჩინა ჩვენი ქვეყანა გამარჯვებული გახდება.

მინდა თხოვნით მივმართო საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს და საქართველოს მეგობრებს მხარი დაუჭირონ და უგულშემატკივრონ ნინა სუბლატს. ნინას მხარდაჭერა დღეს საქართველოს მხარდაჭერაა.

ჩვენ ყველას გამარჯვების დიდი იმედი გვაქვს და გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, ღირსეული მასპინძლობა გავუწიოთ „ევროვიზიას“ საქართველოში. წარმატებები ნინას და მთელ საქართველოს!“, - ნათქვამის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Reuters - ისრაელის ალეპოზე თავდასხმას 38 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 5 ,,ჰეზბოლას“ წევრია
Moodys-მა „ლიბერთი ბანკის“ გრძელვადიანი პერსპექტივა სტაბილურამდე გააუმჯობესა
სამხრეთ აფრიკაში ავტოავარიას 45 ადამიანი ემსხვერპლა
კობახიძე - საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრეა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics