19:58 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-23 11:54:37, 406 ნახვა

საზოგადოება
სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომლები ამერიკის შეერთებულ შტატებში გადამზადდებიან

სასჯელაღსრულების N16 დაბალი რისკის დაწესებულების 14 თანამშრომელი ვისკონსინის შტატში ორკვირიან სწავლებას გაივლის.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები სასწავლო კურსის პარალელურად სასჯელაღსრულების რამდენიმე დაწესებულებას მოინახულებენ და პენიტენციური მიმართულებით ვისკონსინის შტატის გამოცდილებასაც გაიზიარებენ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა უსაფრთხოების უზრუნველყოფის, რისკების შეფასების, მსჯავრდებულთა კლასიფიკაციის, სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვისა და  მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის საკითხებს.

აღნიშნული სწავლების დასრულების შემდეგ  სასჯელაღსრულების N16 დაწესებულება გაიხსნება, რომელიც მაქსიმალურად მიახლოებულია ევროპულ სტანდარტებთან და შესაბამისი კვალიფიკაციის კადრებით დაკომპლექტდება.

სასჯელაღსრულების მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და თანამშრომლებს წარმატება უსურვა.

„მადლობას ვუხდი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, რომელიც აქტიურად გვეხმარება პენიტენციური სისტემის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაში. მათი მხარდაჭერით სულ რამდენიმე თვის წინ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლებმა კოლორადოს შტატში ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო სწავლებები გაიარეს.  ამჯერად ჩვენი უცხოელი კოლეგების გამოცდილებასა და ცოდნას   სასჯელაღსრულების N16 დაბალი რისკის დაწესებულების პერსონალი გაიზიარებს.  როგორც იცით, ესაა დაწესებულება, რომელიც მაქსიმალურად შეესაბამება დასავლურ სტანდარტებს .თუმცა, მე კარგად მესმის, რომ მხოლოდ თანამედროვე ინფრასტრუქტურა ვერ განაპირობებს მსჯავრდებულთა წარმატებულ რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას და ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომელთა კვალიფიკაცია, განათლება და შემართება. მოცემული დაწესებულება  თანამშრომელთა გადამზადებისთანავე გაიხსნება. ასე რომ, წარმატებებს ვუსურვებ ჩემს თანამშრომლებს და იმედი მაქვს, ისინი მიიღებენ ცოდნას და გამოცდილებას, რომელსაც შემდეგ აქტიურად გამოიყენებენ საკუთარ საქმიანობაში“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

აღნიშნული ტრენინგი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შორის 2014 წლის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება, რომლის თანახმადაც, აშშ-ს საერთაშორისო ნარკოტიკებისა და კანონის აღსრულების საქმეთა ბიურო (INL) საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში 2-წლიან პროექტს ახორციელებს.

პროექტის ძირითადი მიზანია საქართველოში თანამედროვე სასჯელაღსრულების პრაქტიკის დანერგვა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომელთა შესაბამისი მომზადება.

აღნიშნული პროექტის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ 1 მილიონი დოლარი გამოყო, რომელიც კონგრესმა გასული წლის სექტემბერში დაამტკიცა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
დომინიკის სასამართლომ ერთნაირსქესიანთა ურთიერთობის აკრძალვა გააუქმა
სომხეთმა და აზერბაიჯანმა საზღვრის დემარკაციის პროცედურა დაიწყეს
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა ბათუმისა და ფოთის მიმართულებით დამატებით რეისების ნიშნავს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics