13:20 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-23 14:23:43, 414 ნახვა

საზოგადოება
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გუნდს „საზღვრის ერთიანი მართვის” თასი გადაეცა

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გუნდი „საზღვრის ერთიანი მართვის თასის“ გამარჯვებული გახდა.

შსს-ს ინფორმაციიტ, გამარჯვებული გუნდი ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა და საქართველოში გაერო-ს ხელმძღვანელმა ნილს სკოტმა დააჯილდოვეს. ელჩებმა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე გამარჯვებულებს ტურნირის თასი, სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

ღონისძიებას შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი თაბუაშვილი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი შალვა ბარელაძე და ტურნირის ხელშემწყობი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

აღსანიშნავია, რომ „საზღვრის ერთიანი მართვის თასის“ ჩემპიონატი მინი-ფეხბურთში ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით წელს პირველად გაიმართა.

ტურნირში იმ უწყებების გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა, რომლებიც საზღვრის მართვის ერთიან სისტემაში არიან ჩართული. ესენი არიან: შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, შსს-ს სასაზღვრო პოლიცია, შსს-ს აკადემია და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური. ტურნირი შსს-ს აკადემიაში, ოლიმპიური სისტემით გაიმართა. მეორე ადგილი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გუნდმა მოიპოვა, მესამე ადგილზე შსს-ს სასაზღვრო პოლიციის გუნდი, ხოლო მეოთხე ადგილზე შსს-ს აკადემიის გუნდი გავიდა. საზეიმო ღონისძიებაზე ყველა გუნდის წევრებს შესაბამისი სიგელები გადაეცათ.

ტურნირის მიზანი იყო საზღვრის ერთიანი მართვის ხელშეწყობა საქართველოში და ამ სფეროში უწყებათშორისი თანამშრომლობის მხარდაჭერა. ორგანიზატორები ტურნირის მომდევნო წლებში ჩატარებას, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ამ სფეროში მომუშავე უწყებების გუნდების მოწვევასაც გეგმავენ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გომელაური - ცნობიერების ამაღლების მიზნით, ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლას და მის მავნე ზემოქმედებას არაერთი სატელევიზიო და რადიო ეთერი დაეთმო
გომელაური - ჩვენმა ბიჭებმა მოითმინეს ბევრი შეურაცხყოფა მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის - მადლობა მათ
გომელაური - ციფრები ადასტურებს, რომ პოლიციის მიმართ ნდობის ფაქტორიდან გამომდინარე, გაზრდილია მომართვიანობა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე
გომელაური - ისმოდა მოწოდებები, შტურმით აეღოთ კანცელარიის შენობა - განსაკუთრებით აქტიურობდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics